Samsung Galaxy S9-ის წინასწარი გაყიდვების მაჩვენებელი S8-ის მაჩვენებელზე დაბალია

დაბრუნება Posts

Samsung Galaxy S9-ის წინასწარი გაყიდვების მაჩვენებელი S8-ის მაჩვენებელზე დაბალია


Samsung-ისთვის Galaxy S9-ის წინასწარი შეკვეთები მთლად სახეირო ვერ გამოდგა. ახალი ფლაგმანის წინასწარი შეკვეთების მაჩვენებელი შარშანდელ მოდელზე 30%-ით ნაკლებია, რაც დამერწმუნებით, კომპანიისთვის სასიხარულო არ უნდა იყოს.

წყაროების მიხედვით, შარშანდელი მაჩვენებელი 260,000 ერთეულ ფლაგმანს მოიცავდა, მაშინ როდესაც ამავე წლის მაჩვენებელი 180,000 ცალი Galaxy S9 არის.

Samsung-ს ჯერ არ დაუგეგმავს რაიმე დიდი ფასდაკლება ან აქცია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ S9-ის პოპულარიზაცია 70-80%-ით უნდა გაიზარდოს მისი ახალი ფუნქციების გამო.

კომპანიის ახალი ფლაგმანები უკვე ხელმისაწვდომია ყველა ტექნიკის მაღაზიაში წინასწარი შეკვეთებით და მათი გაცემა 16 მარტიდან დაიწყება. ასევე ისიც აღინიშნა, რომ კორეაში და რამოდენიმე სხვა ქვეყანაში შესაძლოა გაცემამ ერთი კვირითაც დაიგვიანოს.

წყარო: YonHap News


გააზიარე

დაბრუნება Posts