ნახე როგორ ააწყო რობოტმა “კუბიკ-რუბიკი” 0.38 წამში!

დაბრუნება Posts

ნახე როგორ ააწყო რობოტმა “კუბიკ-რუბიკი” 0.38 წამში!


რაც უფრო მეტი დრო გადის, ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო ძლიერდება და ეს პროცესი ყოველ ჯერზე სწრაფდება. Google-ის AlphaGo ხელოვნურმა ინტელქტმა უკვე გვაჯობა მსოფლიოში ყველაზე კომპლექსური მაგიდის თამაში – Go-ში, Boston Robotics-ი ქმნის რობოტებს, რომლებსაც თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ კარებები გააღონ ან გარკვეული ამოცანებისთვის მეგობარი რობოტი დაიხმარონ.

გაგიარათ ჟრუანტელმა? ამჯერად ხელოვნურმა ინტელექტმა “კუბიკ-რუბიკის” აწყობაში გვაჯობა, თანაც … 12-ჯერ!

კი, ამას სწორად კითხულობთ და არ გეჩვენებათ. ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტმა რუბიკის კუბი სულ რაღაც 0.38 წამში ააწყო და ეს დრო შეიცავს სურათის აღბეჭდვას, უმოკლეს დროში აწყობის ალგორითმის შედგენას და ბოლოს რა საკვირველია აწყობას. ადამიანთან შედარებით, ეს საკმაოდ სწრაფი მაჩვენებელია, რადგან ამ მომენტისათვის რუბიკის კუბის აწყობის რეკორდი სამხრეთ კორეელ SeungBeom Cho-ს ეკუთვნის 4.59 წამით.

მაქსიმალურად შეეცადეთ ვიდეოს ყურებისას არ დაახამხამოთ!

რუბიკის კუბის მბრძანებელი რობოტი შეიქმნა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, რობოტიკის ფაკულტეტის სტუდენტების – Ben Katz-ისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი – Jared Di Carlo-ს მიერ. აწყობამდე რობოტი ასკანირებს კუბს PlayStation-ის 3 ცალი Eye ვებ-კამერის დახმარებით, რომლებიც 187 კადრი/წამში სიჩქარით ფუნქციონირებენ. პროგრამული უზრუნველყოფა და ალგორითმები შემდეგ ამ დანახულ ინფორმაციას ამუშავებენ, აღიქვამენ ფერებს, სწავლობენ და აგეგმარებენ უმოკლეს დროში ამოცანის გადაჭრის საშუალებას, ეს ყველაფერი კი ვერ დაიჯერებთ და სულ რაღაც 10 მიკროწამში ხდება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ გაცილებით უფრო მაღალი შედეგის მიღწევა შეუძლიათ, თუმცა ამას კარგა ხანი ვერ ვიხილავთ, რადგან გაუმჯობესების პროცესი ძალიან დიდ დროს წაიღებს.


გააზიარე

დაბრუნება Posts