5 მიზეზი თუ რატომ უნდა შეიძინოთ Huawei P Smart-ი

დაბრუნება Posts

5 მიზეზი თუ რატომ უნდა შეიძინოთ Huawei P Smart-ი


Huawei ერთ-ერთი ბრენდია, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს ძალიან მაღალი ხარისხის ბიუჯეტური სმარტფონებით ანებივრებს. სულ ახლახანს კომპანიამ, საკუთარ მომხმარებელს ახალი ბიუჯეტური სმარტფონი Huawei P Smart წარუდგინა, რომელიც 2018 წლის ტრენდულ გამოწვევებს ეხმაურება, როგორებიცაა უკომპრომისო პერფორმანსი, 18:9 ეკრანი და სხვა. ნება მომეცით მოგახსენოთ იმ 5 მიზეზის შესახებ, რის გამოც აუცილებლად მოგინდებათ ამ სმარტფონის შეძენა.

ანაწყობის ხარისხი

ალბათ ფიქრობთ, ბიუჯეტურ კლასში შეუძლებელია მიიღოთ მაღალი ხარისხის ანაწყობი, მეტალის კორპუსი, თითის ანაბეჭდის სკანერი და სხვა. საბედნიეროდ ეს შეზღუდვები Huawei P Smart-ს არ ეხება.

აღნიშნული სმარტფონი მთლიანად ალუმინისგანაა აგებული, მისი ხელში დაკავება მომრგვალებული კიდეების დახმარებით ძალზედ მარტივია, ხოლო ალუმინის კორპუსი ხელში სასიამოვნო შეგრძნებებს ტოვებს ტელეფონით ლავირებისას. გარდა სასიამოვნი შეგრძნებებისა და ერგონომიული დიზაინისა, ალუმინის კორპუსი სმარტფონის გამძლეობასაც უზრუნველყოფს.

წარმადობა

ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც ლამაზად შეფუთული ნივთი არ ამათრებლს ჩვენს მოლოდინებს, ამ შემთხვევაში ჩვენ გარეგნობით დაბრმავებულნი ვრჩებით. მიუხედავად იმისა, რომ Huawei P Smart ძალიან ლამაზად გამოიყურება, მისი პრაქტიკული მხარე იმედებს არ გაგიცრუებთ და ხშირ შემთხვევაში მოლოდინსაც კი გადაამატებს.

აღნიშნული სმარტფონის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მისი წარმადობაა. P Smart-ი Huawei-ის წარმოებულ Kirin 659-ზე მუშაობს, რომელიც 8 ბირთვიანი პროცესორია ხოლო მისი არქიტექურა 64bit-იანია. და მერწმუნებით, ბიუჯეტურ კლასში რთულია იპოვო 64bit-იანი პროცესორი. გარდა მძლავრი პროცესორისა სმარტფონის ვიდეო ამაჩქარებელი Mali-T830 MP2-ია, რომელიც საშუალებას იძლევა თქვენთვის საყვარელი თამაშები თქვენს საყვარელ სმარტფონზე ითამაშოთ. რაც შეეხება ოპერატიულ მეხსიერებას, იგი სმარტფონის შიდა მეხსიერების პარალელურად იცვლება, კერძოდ: 32GB-3GB RAM და 64GB-4GB RAM.

ეკრანი

კარგ წარმადობასთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ ნიუანსს სმარტფონში კარგი ეკრანი წარმოადგენს. მომხმარებლებს ამ საკითხშიც არ უცრუებს იმედებს Huawei და საკუთარ P Smart-ს 18:9 ფორმატის FHD+ რეზოლუციის ეკრანით ღჭურავს, რომელიც 5.7 ინჩიანია, ხოლო პიქსელების სიმწიდროვე ერთ ინჩზე 427 ერთეულს წარმოადგენს.

ფერთა აღქმა და გადმოცემა საფასო კატეგორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ხედვის კუთხეც ნორმალურია. დამერწმუნეთ, ის მალე თქვენი საყვარელი ეკრანი გახდება, საყვარელი ფილმებისა თუ თამაშების გასაშვებად.

ბატარეა

მძლავრი პროცესორი, მაღალი გაფართოების მქონე 5.7 ინჩიანი ეკრანი, მძლავრი ოპერატიული მეხსიერება. იმისათვის რომ ამ ყველაფრით ჩვენ, მომხმარებლები შეუჩერებლად ვისარგებლოთ, მძლავრი აკუმულატორია საჭირო, რომლის ნაკლებობასაც Huawei P Smart ნამდვილად არ განცდის. სმარტფონი 3000 მილიამპერიანი ბატარიითა აღჭურვილი, რომელიც მას მთელი დღის მანძილძე უპრობლემოდ ამუშავებს. სოციალური მედია, საყვარელი უთუბერების საათობით ცქერა, თამაშები, ასეთ რეჟიმში სმარტფონი მთელ დღეს უპრობლემოდ გაგიძლებთ. რა მოხდება მაშინ, როდესაც მას დამუხტვა დასჭირდება? მოგიწევთ 4 საათი ლოდინი სანამ დაიმუხტება? არა! აღნიშნული მოდელი ძალზედ სრაფად იმუხტება, რაც ფაქტობრივად შეუჩერებელს გაგხდით.

კამერა

თანამედროვეობაში, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა სმარტფონის კამერას. ვცდილობთ სმარტფონი ისე  ავარჩიოთ რომ მას კარგი კამერა ქონდეს. სიურპრიზი…

Huawei P Smart ორმაგი კამერითაა აღჭურვილი, რომელიც მას ძალიან დიდი შესაძლებლობებისკენ უხსნის გზას. გადაიღეთ პორტრეტული რეჟიმის სურათები, პროფესიონალი ხართ და თქვენთვის სმარტფონის კამერა ძალზედ მარტივია? იქნებ P Smart-ის  მანუალ რეჟიმი გეცადათ, სადაც ყველა პარამეტრის დარეგულირება შეგეძლებათ და სასურველ სურათს უკვე სმარტფონის კამერის მეშვეობითაც მიიღებთ. იხილეთ Huawei P Smart-ით გადაღებული სურათები.

გსურთ მეტი გაიგოთ აღნიშნული სმარტფონის შესახებ? მაშინ იხილეთ ჩვენს მიერ გადაღებული ვიდეო განხილვა, გამოიწერეთ ჩვენი არხი და არ გამოტოვოთ მომავალი განხილვები თუ სიახლეები.


გააზიარე

დაბრუნება Posts