როგორია Huawei P Smart ერთი თვის შემდეგ?

დაბრუნება Posts

როგორია Huawei P Smart ერთი თვის შემდეგ?


თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც Huawei Mobile-მა თავიანთი, ერთ-ერთი უახლესი, ბიუჯეტური სმარტფონი, P smart გადმოქვცა.  სმარტფონთან დაკავშირებით რამდენიმე სახის განხილვა უკვე შემოგთავაზეთ. ახლა კი საბოლოოდ მინდა შევაჯამო ის პლიუსები და მინუსები რაც ამ სმარტფონის ხმარების შემდეგ გამოიკვეთა.

დასაწყისისთვის უბრალოდ გაგახსენებთ მის მონაცემებს. პროცესორი – Kirin 659, ვიდეოამაჩქარებელი – Mali T830 MP2 (სმარტფონის ყველაზე დიდი მინუსი)

კამერა 13+2MP რომელიც არც თუ ისე საამაყოდ გამოიყურება.

 

 

HDR რეჟიმი ძალიან უმნიშვნელო შედეგს იძლევა.

შედარებისთვის უნდა ითქვას, რომ წინა კამერამ უფრო გაამართლა მოლოდინი ვიდრე ძირითადმა

კამერის შეფასება თქვენთვის მომინდვია,  როგორც ნიკას ვიდეო მიმოხილვიდანაც ნახეთ, ის დიდად არ ბრწყინავს, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ თავის ფასთან შედარებით ცუდი არ არის.

ახლა კი ცოტა რამ სმარტფონის წარმადობაზე – ყოველდღიურ მოხმარებაში P Smart საკმაოდ სტაბილურად მუშაობს, არ შეინიშნება ლაგები მარტივ აპლიკაციებში სერფერობის დროს. მულტითასქინგიც ნორმალურია, ვერ გეუბნებით რომ 20 გახსნილ აპლიკაციას უვნებლად შეინახავს, მაგრამ პირადად მე 5-6 პროგრამის შემთხვევაში დახურვისა და რესტარტის ფაქტი არ მქონია.

რაც შეეხება თამაშებს, აქ საერთოდ სხვა მდგომარეობაა, თუ თქვენ გიყვართ დიდი და კარგ გრაფიკიანი თამაშები, მაშინ უნდა გითხრათ, რომ Low-ს გარდა სხვა არცერთ რეჟიმზე  15fps ზე მეტი არ გექნებათ. შეიძლება ეს იმის ბრალიცაა, რომ ჩვენს ხელთ არსებული სმარტფონი სატესტო ვერსიაა, მაგრამ მაინც, ჯობია ეს გაითვალისწინოთ. 😪

ჰუავეის ინტერფეისზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, აქ ყველაფერი ისევ ისე როგორ სხვა შემთხვევებში და ჰუავეი არაფრის გამოსწორებას არ ცდილობს.

სმარტფონის აწყობის ხარისხით თავიდან დიდად კმაყოფილი არ დავრჩენილვართ, მაგრამ ამდენხნიანი ხმარების შემდეგ აზრი ცოტათი შემეცვალა. მიუხედავად გამოყენებული მატერიალისა, ერთ თვე, ჯიბეში, ჩანთაში და ათას ადგილზე გდების შემდეგ, P Smart-ს ნაკაწრები არ აღენიშნება და ზუსტად ისე გამოიყურება როგორც პირველ დღეს.

ეკრანიც სრულიად უვნებელია და ისევ და ისევ ამ სმარტფონის ყველაზე დიდ ღირსებას წარმოადგენს, 18:9 გაფართოების, IPS ეკრანი, მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლიუსია ამ სმარტფონში. ფერები ნორმალურზე კარგია, კონტრაატიც მაღალია და მზეზე ყველაფრის დანახვაა შესაძლებელი.

ერთ თვიანი ხმარების შემდეგ სმარტფონის ელემენტს მოცილობის კლება არ აღენიშნება, პრინციპში ამ დროში, რომ რამე დამართნოდა ეს სრული კრახიც იქნებოდა. შესაბამისად ის ყოველდღიური ხმარებისას 5-6 საათი თავისუფლად მიძლებს. თუკი თქვენ უფრო ლოიალურად მოიხმართ სმარტფონს და ჩვენსავით 24/7 ზე არ აწამებთ, ის კიდევ უფრო დიდხანსაც გაძლებს, ტესტის დროს, 48 საათიან ლოდინის რეჟიმში, მხოლოდ 15% მდე მოიკლო ელემენტმა, რაც, ალბათ დამეთანხმებით, საკმაოდ კარგი შედეგია.

საბოლოოდ კი მეც იმავეს გეტყვით, რომ ესაა ბიუჯეტური სმარტფონის ის ვერსია სადაც 2018 წლის ყველანაირი ტრენდული სიახლეა თავმოყრილი (ბოდიშით, რომ უნიწარბიც არაა). ერთ თვიანი მოხმარევის შემდეგ კი უფრო თამამად გეუბნებით, მისი ყიდვით არ ინანებთ თუკი ზუსტად გეცოდინებათ რას უნდა ელოდოთ მისგან.

P.S დაბრუნება მომილოცეთ, წელიწადზე მეტი დრო გავიდა, არაფერი დამიწერია.


გააზიარე

დაბრუნება Posts