Huawei-მ Mate SE გამოუშვა, რომლის შეძენას აშშ-ს მთავრობა არ გირჩევთ

დაბრუნება Posts

Huawei-მ Mate SE გამოუშვა, რომლის შეძენას აშშ-ს მთავრობა არ გირჩევთ


ამერიკის შეერთებული შტატებისთვის Huawei-მ სპეციალურად Mate SE გამოუშვა, რომელიც ფაქტობრივად გადარქმეულ-გადაბრენდირებული Honor 7X და P Smart-ია (ამ უკანასკნელზე ვიდეო განხილვაც გავაკეთეთ)

ისევე როგორც 7X, Mate SE-ს გააჩნია 5.9 ინჩიანი LCD IPS ტიპის ეკრანი, რომლის რეზოლუცია Full HD+ შეადგენს და კომპანია აქ თავის FullView ტიპის ეკრანს იყნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ის 18:9 ასპეკტური ფარდობისაა, რაც დღეს-დღეობით საკმაოდ ტრენდულია უკვე ბიუჯეტურ სმარტფონების სეგმენტშიც კი.

მისი დიზაინი მთლიანად მთლიანად ალუმინის unibody კორპუსისგანაა დამზადებული, რომელიც 6000 სერიისაა და ბიუჯეტურ სმარტფონში ყოველთვის მისასალმებელია. გვერდები ერგონომიულადაა მომრგვალებული ხელში ოპტიმალურად დაჭერისთვის, თითის ანაბეჭდის სენსორი კი უკანა მხარეს, შუაშია.

ის მუშაობს Huawei-ს დამზადებულ Kirin 659 პროცესორზე, რაც კომპანიის საშუალო კლასის პროცესორია და საკმაოდ კარგად უმკლავდება ნებისმიერ ამოცანას. გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-T830MP2-ია და როგორც Huawei P Smart-ის მიმოხილვაში აღვნიშნეთ, ეს მისი ყველაზე დიდი უარყოფითი მხარეა, რადგან აღნიშნული გრაფიკული ბირთვი სათანადოდ ვერ უმკლავდება გრაფიკულად ინტენსიურ ამოცანებს. სხვა მხრივ, პროცესორს მხარს 4GB ოპერატიული და 64GB შიდა მეხსიერება უჭერს, რაც აღემატება Honor 7X-ისა და P Smart-ის 3/32-იან სტანდარტულ კომბინაციას. არის ჰიბრიდული Micro SD ბარათის სლოტიც, რომელიც საშუალებას მოგცემთ 256GB-მდე გაზარდოთ შიდა მეხსიერება ან მეხსიერების ბარათს ნაცვლად გამოიყენით ორი სიმ ბარათის ფუნქცია.

კამერა იგივეა, აქ ორმაგი სენსორია, საიდანაც მთავარი 12 მეგაპიქსელიანია F/2.0 დიაფრაგმით და 1.0um პიქსელის ზომით, ხოლო მეორე კამერა 2 მეგაპიქსელიანია და მხოლოდ პორტრეტული ფოტოებისთვის გამოიყენება ფონისთვის დასაბურად. წინა კამერა კვლავ 8 მეგაპიქსელიანია და პროგრამული უზრუნველყოფით აქვს პორტრეტული რეჟიმი.

ბატარეა 3,340 მილიამპერიანია და არის სწრაფი დამუხტვის ფუნქციონალიც, თუმცა მინუსებიდან აღსანიშნავია Micro-USB შესაერთებელი ნაცვლად Type-C-ისა.

Mate SE-ს ხელმისაწვდომი Amazon-ის ინტერნეტ-მაღაზიაში, Best buy და B&H-ში იქნება $229-ად, რაც Honor 7X-ის ფასს აღემატება $30-ით, თუმცა ტელეფონი არ გაიყიდება ოპერატორებთან პარტნიორობაში, რადგან აშშ-ს მთავრობის აზრით ჩინური მწარმოებლის სმარტფონები ისმინება.

2018 წლის დასაწყისი Huawei-ისთვის ძალიან ძნელი აღმოჩნდა. ისინი ამერიკის ბაზარზე პირველ ნაბიჯებს დგამდნენ და მათი ფლაგმანური Mate 10 Pro დღე-დღეზე უნდა წარდგენილიყო CES 2018-ზე ექსკლუზიურად AT&T ქსელზე, თუმცა კომპანიამ ზუსტად ბოლო წამს მიიღო გადაწყვეტილება Huawei-სთან ყველანაირი პარტნიორობა გაეწყვიტა.

ამ ყველაფერს დაემატა აშშ-ს სადაზვერვო ორგანოების: FBI (გამოძიების ფედერალური ბიურო), CIA (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო) და NSA-ს (ეროვნული უსაფრთხოების მართვის სააგენტო) გადაწყვეტილება, რომ მოსახლოება გაეფრთხილებინა ჩინური მწარმოებლების სმარტფონების ყიდვის რისკების შესახებ.

FBI-ს დირექტორი Chris Wray დაჭოჭმანებულია იმ კომპანიებით, რომლებიც საზღვარგარეთი მთავრობის კონტროლშია და არ იზიარებენ იმავე უსაფრთხოების ფასეულობებით, რასაც ამერიკელი მოსახლეობა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნითაა გაკეთებული, რათა მაქსიმალურად იყოს შემცირებული შპიონაჟი და მოსმენები.

ამ ყველაფრის საპასუხოდ, Huawei-მ ოფიციალური კომენტარიც გააკეთა: “ჩვენ ვიცით ყველა იმ აქტივობების შესახებ, რასაც აშშ-ს მთავრობა ახორციელებს ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ. Huawei-ს 170-ზე მეტი ქვეყანა ენდობა გლობალურად და ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს კიბერ უსაფრთხოების დარგებში”


გააზიარე

დაბრუნება Posts