LG-ის ახალი ფლაგმანი iPhone X-ის კოპიო იქნება

დაბრუნება Posts

LG-ის ახალი ფლაგმანი iPhone X-ის კოპიო იქნება


გასული წლები LG-ის მობილური დივიზიისთვის საკმაოდ დაძაბული იყო ფინანსების მხრივ. LG G6 და V30 შესაძლოა გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე კარგი სმარტფონები იყვნენ, თუმცა კომპანიამ მათი გაყიდვები სათანადოდ ვერ შეასრულა, რამაც კომპანია ზარალშიც ჩააგდო.

2018 წელი კომპანიისთვის ძალიან ძნელი იქნება, ფინანსური წაგებიდან ამოსვლის მიზნით კი როგორც ჩანს, კომპანია თავის სმარტფონების ხაზის სრული რებრენდინგი სურს. ჯერ კიდევ გასულ კვირას გავრცელდა LG G7 Neo-ს ტექნიკურმა მონაცემებმა და სურათებმა, სადაც მკაფიოდ ჩანდა სმარტფონის ახალი დიზაინი და პატარა მინიშნება იმის შესახებ, თუ რას აპირებს კომპანია.

LG აქტიურადაა დაინტერესებული iPhone X-ის წამოწყებულ ეკრანში შეჭრილი “ნახევარკუნძულების” ტრენდში, რადგან LG G7-ს, როგორც სურათებიდან ჩანს, სწორედ ამგვარი ეკრანი ექნება მინიმალური ჩარჩოებით.

ცნობილი ტექ-გამომცემლობა TechnoBuffalo-სა და Ben Geskin-ის ერთობლივად შემუშავებულ რენდერებში ჩვენ დეტალურად შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორი იქნება კომპანიის უახლესი ფლაგმანი, რომელსაც შესაძლოა LG G7 Neo, ან სულაც სხვა სახელით მოგვევლინოს.

როგორც რენდერიდან ვხედავთ, ახალ ფლაგმანს ეკრანში შეჭრილი “ნახევარკუნძული” აქვს, სადაც კამერა, დინამიკი და სენსორებია მოთავსებული. ქვედა მხარეს მართალია პატარა ნიკაპის მსგავსი კანტია, თუმცა LG V30-ის კანტებიც საკმაოდ წვრილად გამოიყურებოდა და ესთეტიურად დიდად პრობლემას ეს არ უნდა წარმოაადგენდეს. ისევე როგორც ამას Apple და Essential აკეთებენ, LG-იც ეკრანის მარჯვენა ჭრილში სტატიკური ხატულები იქნება დროისა და სხვა ლოგოებით, მარცხნივ კი შეტყობინებები იქნება განთავსებული.

უკანა მხარეს ვერტიკალურად განთავსებული ორმაგი კამერაა, საიდანაც დიდი ალბათობით მეორე კამერა კვლავ LG-ისთვის ტრადიციული ფართო ხედვის კუთხოვანი იქნება. ქვემოთ, კვლავ LG-ისთვის ტრადიციული თითის ანაბეჭდის სენსორი განთავსდება, რომელიც ამავდროულად ჩართვა/გამორთვის მექანიკური ღილაკი იქნება.

ტექნიკურ მონაცემებს რაც შეეხება, სმარტფონს 6 ინჩიანი 3120×1440 გაფართოების p-OLED ეკრანი ექნება 18:9 ასპეკტური ფარდობით, იმუშავებს Qualcomm-ის უახლეს Snapdragon 845 პროცესორზე, რომელსაც მხარს დაუჭერს 4 ან 6GB ოპერატიული მეხსიერება 64 ან 128GB შიდა მეხსიერებასთან ერთად. რა საკვირველია, ჯერ-ჯერობით ყველაფერი არ არის ცნობილი, თუმცა კარგი იქნება, თუკი LG არა მონაცემების რბოლას დაიწყებს, არამედ რაიმე ახალს და ინოვაციურს შემოგვთავაზებს.

ამჟამად, უცნობია თუ რა ერქმევა ახალ ფლაგმანს, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას თავისი სმარტფონების სრული რებრენდინგი სურს, თუმცა ცნობილია სმარტფონის კოდური სახელი – Judy და მისი გამოსვლა ივნისის თვეში იგეგმება ამჟამინდელი ინფორმაციით.


გააზიარე

დაბრუნება Posts