Apple iPhone SE 2018-ის სავარაუდო დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები

დაბრუნება Posts

Apple iPhone SE 2018-ის სავარაუდო დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები


თითქმის ორი წელი გავიდა, რაც Apple-მა ბიუჯეტური, კომპაქტური და ამავე დროს საკმაოდ ძლიერი სმარტფონი  iPhone SE წარადგინა.  გასულ წელს კი მას გაეზარდა შიდა მეხსირება 16-იდან 32GB-მდე, ხოლო 64-დან 128GB-მდე. აღნიშნულმა სმარტფონმა უამრავ მომხმარებელს შეაყვარა თავი თავისი მისაღები ფასითა და საკმაოდ დახვეწილი დიზაინით, რომელიც Apple-ის სმარტფონებში iPhone 6-მდე გვხვდებოდა. წელს კი ენთუზიასტი ფანები მის განახლებულ ვერსიას iPhone SE 2018 Edition-ს ელოდებიან. როგორც ცნობილია კომპანია წელს ყველა სმარტფონს iPhone X-ის მსგავსი “ნახევარკუნძულიანი” ეკრანით წარადგენს.

გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სპეციალურად თქვენთვის დავამზადეთ ფოტორენდერი, რაც საშუალებას მოგცემთ უფრო თვალნათლივ დაინახოთ აღნიშნული სმარტფონის სავარაუდო დიზაინი. როგორც სურათებიდან ჩანს, იგი აღჭურვილია 12MP-იანი ორმაგი კამერის მოდულითა და iPhone X-ის მსგავსი ეკრანით. წინა მოდელთან შედარებით, ფორმა და ზომა არ შეცვლილა, ხოლო ჩართვის ღილაკმა გვერდით გადმოინაცვლა. ზოგიერთისთვის სამწუხაროდ ამოღებულია ყურსასმენის 3.5მმ-იანი პორტი და მის ადგილას განთავსებულია მეორე დინამიკი, სტერეო ეფექტისთვის.

სავარაუდოდ iPhone SE 2018-ს შეეძლება 4K რეზოლუციის ვიდეოს გადაღება 60FPS-ით და ამავე დროს ექნება Portrait რეჟიმიც. იგი წარმოდგენილი იქნება 3Gb ოპერატიული და 32/64/128Gb შიდა მეხსიერებით. აღნიშნული სმარტფონის ზუსტი ტექნიკური მახასიათებლები, გამოსვლის დრო და ფასი ჯერ უცნობია. სავარაუდოდ, ფასი მისი წინამორბედის ღირებულებასთან შედარებით საკმაოდ გაიზრდება, რადგან მასში გამოყენებულია ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც მხოლოდ პრემიუმ კლასის სმარტფონებში გვხვდება.


გააზიარე

დაბრუნება Posts