Huawei Y9-ის კვალს FCC-ის დოკუმენტებში მიაგნეს

დაბრუნება Posts

Huawei Y9-ის კვალს FCC-ის დოკუმენტებში მიაგნეს


Huawei, მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს სმარტფონების ბაზარზე. ეს ბრენდი ჩვენს ქვეყანაში ძალზედ პოპულარულია, მხოლოდ იმიტომ რომ იგი ხარისხს, კონკურენტებთან შედარებით დაბალ ფასში გვთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი წარმომადგენელი 2017 წელს Huawei Y7 იყო რომელიც ბრენდის მომხმარებლებს დაუჯერებლად დაბალ ფასად 5.5 ინჩიან HD ეკრანსა და სნაპდრაგონ 435-ს თავაზობდა.

როგორც ჩანს, წელს Huawei პირდაპირ Y9 მოდელზე გადადის, რომელიც შეინარჩუნებს გამორჩეულად დაბალ ფასს, მაგრამ მომხმარებელს 2018 წლის ყველა ტრენდულ ტენდენციას შესთავაზებს, როგორებიცაა 18:9 ეკრანი, ორმაგი კამერა და წინა ორმაგი კამერაც კი.თითის ანაბეჭდი სმარტფონის უკანა მხარეს იქნება განთავსებული. აღნიშნული მოდელი 3500 მილიამპერიანი ბატარიით და ანდროიდ ნუგათი იქნება აღჭურვილი. იმედოვნებენ რომ Huawei Y9-ს, სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერაც ექნება, რაც მის აკუმულატორს სწრაფად დამუხტავს და თითქმის შეუჩერებელს გახდის ჩვენს სმარტფონულ ყოველდღიურობას. სამწუხაროდ სხვა ტექნიკური მონაცემები არაა ჯერ ცნობილი, თუ Kirini-ის რომელი ვარიანტი იქნება გამოყენებული ან რამდენი გიგაბაიტან ოპერატიულ მეხსიერებას მიიღებს ბიუჯეტური სმარტფონების შესაძლო ლიდერი. რას ფიქრობთ ახალი სმარტფონის შესახებ? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე.

 

 

 


გააზიარე

დაბრუნება Posts