არის თუ არა ნახევარკუნძული სმარტფონების მომავალი?

დაბრუნება Posts

არის თუ არა ნახევარკუნძული სმარტფონების მომავალი?


როგორც ვიცით, რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა Android P-ის პირველი დეველოპერული ანაწყობი, სადაც სისტემურად მხარდაჭერილი გახდა ე.წ “ნახევარკუნძული”, რომელიც დეველოპერებს დაეხმარება მოარგონ თავისი აპლიკაციები ეკრანის ახალ ჭრილებს, მაგრამ ამავე დროს უამრავი კითხვა ჩნდება. აპირებს თუ არა Google-ი ახალ Pixel-ში ნახევარკუნძულის დამკვიდრებას? იქნება ეს ახალი Google-ის ტენდენცია? და საერთოდ აქვს თუ არა ნახევარკუნძულს დიდი მომავალი?

უკვე მეორე წელია, რაც სხვადასხვა კომპანიები ნახევარკუნძულიან სმარტფონებს გვთავაზობენ. ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე ტენდენციად გადაიქცა. ასეთი სმარტფონების რაოდენობა დღითი-დღე იზრდება. პირველი იყო Essential Phone, შემდეგ iPhone X და მათ უამრავი მიჰყვა.

მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე ამ წელს უამრავი iPhone X-ის კლონირებული ტელეფონი ვიხილეთ ისეთი კომპანიებისგან, როგორიცაა: Oukitel, ILA, Leagoo, Ulefone, OtOt და Asus. უბრალო იძულებით ჩამატებული ნახევარკუნძული, რომელიც საჭიროებას მოითხოვდა iPhone X-ში, Android-ის მხარეს უაზრო ტენდენციად გადაიზარდა.

როგორც ცნობილია, ჩვენ ასევე ვიხილეთ ახალი LG G7 Neo-ს გაჟონილი სურათებიც, რომლის გამოშვებაც ბოლო წამს გადაიფიქრა LG-ის პრეზიდენტმა. როგორც ფოტოებში ჩანდა ეს სმარტფონიც “ტენდენციას” გაყოლილი აღმოჩნდა, ნახევარკუნძულით.

ნახევარკუნძული შესაძლოა სმარტფონების მომავალი იყოს, მაგრამ ვფიქრობ, უმჯობესი იქნება კომპანიებმა ამის მაგივრად უფრო საინტერესოზე იფიქრონ, რაც წინ წაწევს მათ. ამის ნათელ მაგალითად შესაძლოა სრულიად ახალი Apex Phone ავიღოთ, რომელიც სრულიად ეკრანია და ნახევარკუნძულის მაგივრად, სელფის კამერის დამალვის უფრო საინტერესო ხერხს ვხვდებით.

თქვენ როგორ ფიქრობთ? იქნება ნახევარკუნძული სმარტფონების მომავალი? გაგვანდეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.


გააზიარე

დაბრუნება Posts