Google-ი ახალ OLED ეკრანს ქმნის, რომლის სიმჭიდროვე 1443PPI არის

დაბრუნება Posts

Google-ი ახალ OLED ეკრანს ქმნის, რომლის სიმჭიდროვე 1443PPI არის


Information Display 2017 კონფერენციის ფარგლებში, Google-ის AR/VR გუნდის პრეზიდენტი Clay Bavor-მა დააანონსა “საიდუმლო პროექტი”, რომლის ფარგლებში კომპანია ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიისთვის ამზადებს სპეციალურ ეკრანს, რომელიც სუპერ მაღალი გაფართოებით გამოირჩევა. ამჟამინდელი გავრცელებული ინფორმაციით, Google-ი აღნიშნულ OLED ეკრანს მაისში წარადგენს და უკვე ცნობილია მისი მცირედი ტექნიკური მონაცემები.

ამჟამად, საუკეთესო სამომხმარებლო ვირტუალური რეალობის ხელსაწყოებს, როგორიცაა HTC Vive ან Oculus Rift, თითო თვალისთვის 2 მეგაპიქსელიანი რეზოლუცია აქვთ განკუთვნილი 110 გრადუსიანი ხედვის კუთხით, თუმცა ამხელა რეზოლუციითაც თვალისთვის ზოგჯერ შესამჩნევია პიქსელები, რაც ვირტუალურილ რეალობაში ჩაყვინთვას უფრო ძნელს გვიხდის.

Google-ის საიდუმლო პროექტი, რომელიც “მოწინავე OLED ეკრანების მწარმოებელს” იყენებს, გვპირდება 10-ჯერ მეტ რეზოლუციას, რაც ჯამში 2.5-ჯერ მეტ 4K ეკრანის რეზოლუციას მოგვცემს, ხედვის კუთხე კი ორჯერ გაიზრდება. რაც მთავარია, პროდუქტი გაზრდილი რეზოლუციის მიუხედავად, არ მოითხოვს გაზრდილ სიმძლავრეს.

Display Week კონფერენციაზე ასევე აღინიშნა, რომ Google-ი 18 მეგაპიქსელიანი 4:3 ფარდობის OLED ეკრანის წარდგენას აპირებს სუპერ ფართო ხედვის კუთხით, მისი პიქსელთა სიმჭიდროვე 1443PPI იქნება. შედარებისთვის, სმარტფონების პიქსელთა სიმჭიდროვე ზოგადად 400-500PPI-ში მერყეობს.

OLED-info-ს ინფორმაციით, მას 5500 x 3000 რეზოლუცია ექნება. ამავდროულად, HTC Vive Pro-ს 1440 x 1600-ზე აქვს 3.6 ინჩზე, რაც ჯამში 615PPI-ს შეადგენს, ხოლო ჩვეულებრივ Vive-ს 1080 x 1200 რეზოლუციაზე აქვს 448PPI.

მიუხედავად იმისა, რომ Google-ი 22 მაისს წარმოადგენს ეკრანს, სამწუხაროდ უცნობია, თუ როდის იქნება ის ხელმისაწვდომი სამომხმარებლო ბაზრისთვის. ამჯერად, Google-მა ბოლო ორი წელი დიდი ინტერესი მობილურ ვირტუალურ რეალობაში გამოიჩინა და Daydream პროექტებზე მუშაობს აქტიურად.


გააზიარე

დაბრუნება Posts