კვლევების თანახმად, მომხმარებელი Android-ის მიმართ უფრო ლოიალურია, ვიდრე iOS-ის

დაბრუნება Posts

კვლევების თანახმად, მომხმარებელი Android-ის მიმართ უფრო ლოიალურია, ვიდრე iOS-ის


CIRP-ის გამოკვლევებზე დაყრდნობით ამერიკის შეერთებულ შტატებში Android-ის მომხმარებლები ბევრად ლოიალურად არიან განწყობილი სისტემის მიმართ, ვიდრე iOS-ის. ამ მონაცემების მიხედვით 91%-მა ამერიკელმა ჩაანაცვლა თავისი Android მოწყობილობა, ამავე სისტემაზე მომუშავე პროდუქტით. ხოლო iOS-ის მომხმარებლების მხოლოდ 81% დარჩა სისტემის ერთგული.

რაც უფრო ეჩვევი ერთ სისტემას, მის ფუნქციებს, უპირატესობებს, ინტერფეისს, მით უფრო ძნელი და არასასურველი ხდება მისი სხვა სისტემით ჩანაცვლება, როგორც მოგეხსენებათ Android-ი და IOS-ი საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ფუნქციონალით, ისე ინტერფეისით, შესაბამისად ერთიდან მეორეზე გადასვლა სხვადასხვა არასასურველ პრობლემას ქმნის.

მიუხედავად ამისა Android-ის მომხმარბლებს უამრავი ალტერნატივა აქვთ, რადგან აღნიშნულ საოპერაციე სისტემაზე მრავალი სმარტფონი მუშაობს, რომლებზეც შევხვდებით სუფთა ანდროიდსაც, ბრენდების მიერ გადაკეთებულ სამომხმარებლო ინტერფეისებს და სხვადასხვა მოდიფიკაციებსაც კი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს უფრო მეტად მოარგოს სმარტფონი თავის გემოვნებას.

საინტერესოა ისიც, რომ CIRP-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი Mike Levin მიიჩნევს, რომ სისტემის ჩანაცვლებაში დიდ როლს სერვისები და მათი ხარისხი თამაშობს. მისი აზრით Google-მა და Apple-მა უფრო მეტი და ხარისხიანი სერვისი უნდა შესთავაზონ მომხმარებლებს, რათა შეინარჩუნონ მათი ლოიალურობა.


გააზიარე

დაბრუნება Posts