Apple-ი პრეზენტაციას 27 მარტს გეგმავს!

დაბრუნება Posts

Apple-ი პრეზენტაციას 27 მარტს გეგმავს!


Apple-ის გვერდზე დაყრდნობით, კომპანია გეგმავს პრეზენტაციის გამართვას, რომელიც 27 მარტს უნდა ჩატარდეს. გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ პრეზენტაციაზე მეტი ყურადღება მიექცევა კრეატიულ იდეებს სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

საიტზე აღნიშნული ინფორმაცია მოკლეა და ის ტრადიციულად, დიზაინ შეცვლილ Apple-ის ლოგოსა და სლოგანს მოიცავს, რომელიც სწავლასთანაა დაკავშირებული.

როგორც ვარაუდობენ, ამ პრეზენტაციაზე ახალ პროდუქტებსაც შეეხებიან. როგორც უკვე ვიცით, Apple-ი მუშაობდა უფრო იაფ ფასიან პროდუქტებზე, როგორიცაა Macbook და iPad, რომელიც გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ შესაძლოა ახალი პროდუქტებიც წარადგინონ.

საინტერესოა ისიც, რომ პრეზენტაცია არ ჩატარდება კუპერტინოში, მათივე ახალ Apple Park Campus-ში, არამედ ჩიკაგოს სკოლაში. ალბათ, ძალიან უცნაურად მოგეჩვენებათ ამხელა კომპანიის პრეზენტაცია სკოლაში, მაგრამ ჩიკაგოს სკოლებმა დაამატეს ახალი საგანი – კომპიუტერული მეცნიერება, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიას დიდ, კომპიუტერებით მოცულ სივრცეში ჩაატაროს პრეზენტაცია.

როგორც ვარაუდობენ, ამ წელს Apple-ი ასევე ახალი Macbook Air-ის გამოშვებას გეგმავს, რომელიც იქნება 13.3 ინჩიანი ეკრანით და მისი ფასი იმერყევებს $799-899-მდე, რაც მას სტუდენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

ასევე კომპანია მუშაობს ახალ პროგრამაზე სკოლებისთვის, რომელიც განკუთვნილი იქნება iPad-ისთვის. ზუსტად ამიტომ ვარაუდობენ იმასაც, რომ შეიძლება iPad-ის ფასი $259 გახდეს, რაც პროდუქტს იდეალურს და ხელმისაწვდომს ხდის მოსწავლეებისთვის.


გააზიარე

დაბრუნება Posts