რას გვიმზადებს Sony და LG 2018 წლისთვის?

დაბრუნება Posts

რას გვიმზადებს Sony და LG 2018 წლისთვის?


LG G7

როგორც ვიცით, კომპანია LG Electronics-ის წინა ფლაგმანური მოდელი, LG G6 მათივე წინამორბედის შემდეგ დიდი გაუმჯობესება იყო, მაგრამ იმდენად დიდიც არა, რომ წარმატება მოეტანა. კომპანია წელსაც არ ყრის ფარ-ხმალს და აპირებს სრულიად განსხვავებული სმარტფონი – LG G7 შემოგვთავაზოს.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, კომპანია ამ წელს ბევრი კომპრომისის დათმობას აპირებს, რათა გაუწიოს კონკურენცია წლის აღმომავალ სმარტფონებს. გაჟონილი ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ LG G7-ს შესაძლოა ჰქონდეს ახლად დაანონსებული Snapdragon 845 და ის თვალის ბადურის სკანერით მოგვევლინება.

რაც შეეხება ეკრანს, ის იქნება 5.7 ინჩიანი, იგივე რაც მის წინამორბედ LG G6-ზე ვიხილეთ. კომპანია შეიძლება დიდ დათმობაზე წავიდეს და LCD ეკრანიდან გადაინაცვლოს OLED-ზე. ჩვენ უკვე ვიხილეთ OLED ეკრანი LG V30-ში, ამიტომ შესაძლებელია მომავალი სმარტფონიც ასე მოგვევლინოს. ასევე სმარტფონს შეიძლება ჰქონდეს Google Daydream-ის მხარდაჭერა.

Sony Xperia XZ Pro

ახალ Xperia XZ Pro-ს როგორც ცნობილი გახდა, ექნება ისეთი ტექნიკური მახასიათებლები, რაც კომპანიისთვის ახალს ნიშნავს. ახალ სმარტფონს ორმაგი კამერით ვიხილავთ, რომელიც არასდროს არ გამოჩენილა Sony-ს წინამორბედ ფლაგმანებში. ისინი აპირებენ სრულიად შეცვალონ დიზაინი, რაც მოიცავს პატარა ჩარჩოსა და ორმაგ ე.წ Edge-to-Edge კორპუსს.

კიდევ ერთი კარგი რამ, რაც მოგვხიბლავს ახალ სმარტფონში იქნება ის, რომ მას ექნება 4K OLED ეკრანი. Sony ისედაც უკვე დიდიხანია უამრავი ჩავარდნით გვევლინება, ამიტომ ახალი ფლაგმანი მათთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას წარმოადგენს.

მაგრამ ერთი პრობლემა ისევ იჩენს თავს: ფასი. როგორც წერენ ახალი ფლაგმანის ფასი 900$ ზე მეტი იქნება, რაც რათქმაუნდა უარყოფით გავლენას იქონიებს მომხმარებელზე.

Sony აპირებს ფლაგმანის ბარსელონაში, MWC2018 ზე წარდგენას.


გააზიარე

დაბრუნება Posts