[არიქა] Galaxy S8-მ ოფიციალურად მიიღო Android 8.0 Oreo

დაბრუნება Posts

[არიქა] Galaxy S8-მ ოფიციალურად მიიღო Android 8.0 Oreo


თითქმის 6 თვიანი ლოდინის შემდეგ Samsung-ის 2017 წლის ფლაგმანები Galaxy S8 და S8 Plus-ი Android 8.0-ზე განახლდნენ, Samsung-მა ბეტა ტესტირება ჯერ კიდევ ნოემბერში დაიწყო, ხოლო დასრულებული ვარიანტი გუშინ შემოგვთავაზა, მრავალ ახალ შესაძლებლობასთან ერთად სისტემა ახლა უფრო დაიხვეწა და მოქნილი გახდა, ყველასთვის ცნობილია რომ Samsung-ის სამომხმარებლო ინტერფეისი ლაგების გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ Experience 9.0-ში ეს ლაგები კიდევ უფრო შემცირდა. ერთ დღიანი შესწავლისა და დატესტვის შემდეგ რამდენიმე ბაგი აღმოვაჩინე, მაგრამ მთლიანობაში Android 8.0-ისა და Samsung Experience-ის ნაზავი საკმაოდ მრავალფუნქციური და დახვეწილია.

ქვემოთ ნაჩვენებ სურათებზე იხილავთ კოსმეტიკურ და ფუნქციურ ცვლილებებს Android 7.0-თან შედარებით, ერთადერთი რაც არ მომეწონა არის საძიებო ზოლის დიზაინი, რომელიც ადრე ბევრად უფრო დახვეწილად გამოიყურებოდა.

სამწუხაროდ Android 8.0-ში არ აღმოჩნდა Dolby atmos და Portrait mode, რაზეც ჭორები დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა, მაგრამ დახვეწილი სამომხმარებლო ინტერფეისისა და ანდროიდის სხვადასხვა შესაძლებლობით თქვენი მოწყობილობა ახალ სიცოცხლეს შეიძენს.

Samsung-ის სხვა სმარტფონების განახლება 25 თებერვლამდე არ იგეგმება. Galaxy S9-ისა და S9 Plus-ის წარდგენის შემდეგ განახლება ეტაპობრივად მივა Samsung-ის ფლაგმანებსა (Note 8,  S7 edge) და სხვა მოწყობილობებზე.

 

 


გააზიარე

დაბრუნება Posts