MWC 2018-სთვის LG თავის ახალ V30s-ს ამზადებს LG Lens ფუნქციით

დაბრუნება Posts

MWC 2018-სთვის LG თავის ახალ V30s-ს ამზადებს LG Lens ფუნქციით


გასულ თვეს, კომპანია LG Electronics-ის პრეზიდენტმა ისაუბრა კომპანიის სამომავლო იდეებსა და მათ ახალ მიდგომაზე სმარტფონების გამოშვებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, კომპანია გეგმავს უამრავი სმარტფონის შემოთავზების მაგივრად,მომხმარებელს შესთავაზონ უკვე არსებული მოდელები, თუმცა განხსვავებული მონაცემებით. მათ ასევე აღინიშნეს, რომ ეს ძირითადად შეეხება LG-ის ფლაგმანურ V და G სერიებს.

როგორც კორეულ ბლოგზე წერენ, კომპანია გეგმავს თავისი ბოლო ფლაგმანის LG V30 ის სხვა ტექნიკური მახასიათებლებით გამოშვებას. მათივე ცნობით, ახალი ვერსია კორეულ მაღაზიებში შემდეგ თვეში გამოჩნდება. ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ კომპანია ახალი სმარტფონის წარდგენას გეგმავს MWC-ზე ბარსელონაში.

როგორც იუწყებიან, კომპანიის ახალი სმარტფონი სრულიად ახალი სახელით მოგვევლინება. მას LG V30s-ად ვიხილავთ და ის დაფუძნებული იქნება კომპანიის პრეზიდენტის მოთხოვნებსა და სურვილებზე. ფლაგმანის ფასიც დაახლოებით ცნობილია: როგორც წერენ, ის დაახლოებით 918$ ეღირება.

რით გამოირჩევა ახალი სმარტფონი?

დავიწყოთ იმით, რომ კომპანია მას მხოლოდ 256GB მეხსიერებით გამოუშვებს, რაც წინა მოდელთან შედარებით ძალიან ბევრია. ასევე კომპანიისგან გაჟღერდა ისიც, რომ სტანდარტული ფლაგმანის სპეციალურ გამოშვებას LG V30 Signature Edition სახელით აპირებენ, რომელიც 2000$ ეღირება.

სხვა სიახლე იმაში მდგომარეობს ,რომ კომპანია ნერგავს ახალ პროექტს, LG Lens-ს რომელიც გამიზნული იქნება Bixby Vision-ის კონკურენტად, რომელიც ამავე კომპანიის ფლაგმანებში Galaxy S8/S8+/Note8-ში გვხვდება.

როგორც ვარაუდობენ, LG-ის ახალი ფლაგმანი იქნება პირდაპირი კონკურენტი Samsung Galaxy S9-ისა რადგან კომპანია გეგმავს ახალი სმარტფონის საერთაშორისო ვერსიის გამოშვებას.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts