Huawei P სერიის 2018 წლის სმარტფონები

დაბრუნება Posts

Huawei P სერიის 2018 წლის სმარტფონები


Huawei 27 მარტს, ბარსელონაში გამართულ მსოფლიო მობილურ კონგრესზე წარადგენს სამ ახალ სმარტფონს, Huawei P20 lite-ს, P20-სა და P20 Plus-ს.

2017 წლის სმარტფონებისგან განსხვავებით მათ უფრო მეტად პრემიალური დიზაინი ექნებათ, P20 lite წარმოდგენილი იქნება 18:9 ფორმატის ეკრანით, ორმაგი კამერის მოდულით, iPhone X-ის მსგავსი “ნოჩითა” და ქვედა პატარა ბეიზელით, უკანა მხარეც თითქოს Apple-ის ნაწარმს მოგვაგონებს მაგრამ ადვილად შეიმჩნევა მცირედი სხვაობები. გუშინ გავრცელებული OnLeaks-ის რენდერები ამას კიდევ უფრო ადასტურებს.

რაც შეეხება P20-სა და P20 Plus-ს, ისინი წარმოდგენილი იქნებიან სამ კამერიანი მოდულით, მესამე კამერა ჰიბრიდულ 5X მიახლოებას უზრუნველყოფს. როგორც გავრცელებული რენდერებიდან ჩანს, ანაბეჭდის სკანერი არ არის განთავსებული უკანა პანელზე, შესაბამისად უნდა ვიფიქროთ რომ ამ მოდელებში სმარტფონის განსაბლოკად გამოყენებული იქნება ახალი 3D სახის სკანერი, რომელიც Huawei-მ რამდენიმე თვის წინ წარადგინა.

ტექნიკური მახასიათებლები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ სავარაუდოდ P20 და P20 Plus წარმოდგენილი იქნება 18:9 ფორმატის Amoled ეკრანით, Kirin 970 პროცესორით, 6 და 8 Gb-იანი ოპერატიული და 64-128Gb შესანახი მეხსიერებით. და რაც მთავარია ორივე სმარტფონი აღჭურვილი იქნება ახალი 40 მეგაპიქსელიანი კამერით, რაც მობილურ ფოტოგრაფიას კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. ფოტოგრაფიის მხრივ Huawei ნამდვილად დიდ და წარმატებულ ნაბიჯებს დგამს.

Huawei-ს ეს მოდელები ნამდვილად იქნება 2018 წლის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი.


გააზიარე

დაბრუნება Posts