დეტალური ინფორმაცია Samsung Galaxy S9-ისა და S9 Plus-ის შესახებ

დაბრუნება Posts

დეტალური ინფორმაცია Samsung Galaxy S9-ისა და S9 Plus-ის შესახებ


როგორც ცნობილია, კომპანია Samsung-ი 25 თებერვალს, მსოფლიო მობილურ კონგრესამდე ერთი დღით ადრე, Galaxy S სერიის 2018 წლის ფლაგმანებს წარადგენს. რაც უფო ცოტა დრო რჩება პრეზენტაციამდე, მით უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება Galaxy S9-ისა და S9 Plus-ის შესახებ.

დიზაინში მცირედი ცვლილებებია, ამჯერად ანაბეჭდის სკანერმა კამერის ქვემოთ, უფრო კომფორტულ ადგილას გადმოინაცვლა, ასევე გავრცელებული ინფორმაციებიდან და ფოტორენდერებიდან ჩანს, რომ გვერდითა ჩარჩოები თითქმის ორჯერ გაიზარდა, რატომ მიიღო კომპანიამ ასეთი უცნაური გადაწყვეტილება ამას მალე გავიგებთ. რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ფოტორენდერები, სადაც ნაჩვენებია, რომ Galaxy S9 და S9 Plus წარმოდგენილი იქნება ახალ, იასამნისფერ ფერში, რომელსაც კომპანიამ Lilac უწოდა.

ტექნიკური მახასიათებლები:

  • ეკრანი – 5.8in / 6.2in QHD+ Super AMOLED curved (570ppi / 529ppi)
  • საოპერაციე სისტემა – Android 8.0 (Oreo), samsung experience 9.0-ით
  • პროცესორი – Qualcomm Snapdragon 845 (ამერიკული ბაზრისთვის) / Samsung Exynos 9810
  • ოპერატიული მეხსიერება – 4GB RAM / 6GB RAM
  • შესანახი მეხსიერება – 64GB/128GB / 64GB/128GB/256GB
  • Cat 18 LTE support (1.2Gbps გადმოწერის სიჩქარე)
  • თითის ანაბეჭდის სკანერი, თვალის ფერადი გარსის სკანერი, გაუმჯობესებული სახის ამომცნობი ტექნოლოგია
  • AKG-ის მიერ დარეგულირებული ყურსასმენები და სტერეო დინამიკები, (შესაძლოა Dolby Atmos-ის მხარდაჭერით)
  • კამერა – 12MP Dual Pixel with OIS (f/1.5, f/2.4) / ვერტიკალურად განლაგებული ორ კამერიანი მოდული, კამერასთან მინდა ავღნიშნო, რომ Galaxy s9 წარმოდგენილი იქნება ცვლადი ლინზებიანი ერთი კამერით, რომელიც დიაფრაგმას 1.5 იდან 2.4-მდე შეცვლის. ასევე შესაძლებელი იქნება 4K ვიდეოს 60Fps-ით გადაღება და სუპერ შენელებული კადრის გადაღება (1080P-960fps; 720P-480fps), როგორც ხედავთ კამერაში განასკუთრებული ცვლილებებია და ეს თიზერზეც აისახა.
  • ხელოვნური ინტელექტი Bixby V2, სპეციალურად განკუთვნილი ღილაკით
  • USB-C, 3.5 მილიმეტრიანი ყურსასმენების პორტი
  • უკაბელო დატენვის შესაძლებლობა
  • IP68 წყლისგან და მტვრისგან დაცვა
  • ჩაშენებული FM რადიო
  • განახლებული Dex

აღნიშნული სმარტფონები გაყიდვაში 16 მარტიდან ჩაეშვება.


გააზიარე

დაბრუნება Posts