გასაოცარი სმარტფონები, რომლებსაც 2018 წლის პირველ ნახევარში უნდა ველოდოთ

დაბრუნება Posts

გასაოცარი სმარტფონები, რომლებსაც 2018 წლის პირველ ნახევარში უნდა ველოდოთ


Samsung Galaxy S9/S9+

 

როგორც გავრცელებული ინფორმაციებიდან ვიცით, ახალი Samsung Galaxy S9 აღჭურვილი იქნება სრულად ახალი კამერით და ეს კომპანიის თიზერშიც ვიხილეთ. გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციით შევიტყვეთ, რომ მას ექნება ცვლადი დიაფრაგმა, რაც მათი თქმით ახალი ნაბიჯი იქნება მობილური ფოტოგრაფიის გასავითარებლად, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ Samsung-მა მსგავსი კამერა უკვე წარადგინა ახალი გასაშლელი სმარტფონის კონცეფციასთან ერთად – Samsung W2018-ში.

ამის გარდა, Samsung-ი აპირებს თავის ახალ ფლაგმანში ჩანერგოს სუპერ შენელებული კადრის ფუნქცია, რომელიც წამში 1000 კადრს დააფიქსირებს და ექნება გაუმჯობესებული სახის, ასევე თვალის ბიომეტრიული სკანერი.

Huawei P20/P20+

როგორც ვარაუდობენ, Huawei-ს ახალი სმარტფონები დიდი განვითარება იქნება კომპანიისთვის. გაჟონილი ინფორმაციებით შევიტყვეთ, რომ მას ექნება 3 ლინზიანი 40 მეგაპიქსელიანი კამერა ხუთმაგი ჰიბრიდული ზუმით. მას ასევე ექნება 24მეგაპქსელიანი კამერა სელფებისთვის.

ჩვენ ასევე ვიხილავთ კომპანიის ახალ დიზაინს, უფრო თხელი ჩარჩოებით და უფრო დიდი ეკრანით, რაც მთავარია ასევე იქნება Apple-ის FaceID-ს მსგავსი დაცული სისტემა.

როგორც ჩვენთვის უკვე ცნობილია, Huawei მესამე უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში და იგი მიზნად ისახავს პირველობას 2021 წლისთვის.

Essential Phone 2

 

Essential-მა გასულ წელს შემოგვთავაზა მათი პირველი სმარტფონი. ის ვიხილეთ სუფთა ანდროიდით, ტიტანისა და კერამიკის კომბინაციისგან მიღებული პრემიუმ კლასის კორპუსით.

წარმოგიდგენიათ, რა ძნელია მათთვის ისეთი პროდუქტის შექმნა , რაც დიდ ნდობას გამოიწვევს ხალხში და მოიზიდავს მათ? გასულ წელს მათი პროდუქტის ცოტა რაოდენობით გაყიდვით ვარაუდობენ, რომ კომპანია ვალდებულია ბევრ რისკზე წავიდეს და სრულად შეცვალოს მიდგომა, რათა შემოგვთავაზოს უკეთესი ფლაგმანი.

სამწუხაროდ, დეტალური ინფორმაცია უცნობია, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება, გაუწევს თუ არა ის კონკურენციას სხვა, აღმომავალ სმარტფონებს.

და ბოლოს… OnePlus 6

OnePlus 6 კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სმარტფონი უნდა იყოს მათი ბიზნესიდან გამომდინარე. ვარაუდობენ, რომ კომპანია აპირებს ბევრი ახალი ტენდენციის ჩანერგვას, რაც მათ ტრადიციას დაარღვევს, რადგან ეს ფასის გაზრდას გამოიწვევს.

ჩვენთვის ცნობილი ფაქტი ჯერ მხოლოდ ისაა, რომ კომპანია აპირებს სახის 3D სკანერის ჩაშენებას, მსგავსად Apple-ისა.

კომპანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სმარტფონი დღის შუქს მალე იხილავს, მაგრამ ზუსტი დრო არ დაუსახელებია.

ძალიან მაგარი სმარტფონები გველის, არ მეთანხმებით ? 🙂


გააზიარე

დაბრუნება Posts