Qualcomm Snapdragon 845 და მისი ახალი შესაძლებლობები

დაბრუნება ყველა პოსტი

Qualcomm Snapdragon 845 და მისი ახალი შესაძლებლობები


Qualcomma ჰავაიში გამართულ სამიტზე თავისი ახალი პროდუქტი Snapdragon 845 წარმოადგინა და მის დეტალურ მახასიათებლებზე ისაუბრა. ეს არის 10 ნანომეტრიანი 8 ბირთვიანი პროცესორი 2.8 GHz-ით, მისი წინამორბედისგან განსხვავებით მას გააჩნია AI (ხელოვნური ინტელექტის) პლატფორმა, რომელიც დაფუძნებულია  Hexagon 685 DSP-ზე.

CPU-დ წარმოდგენილია 8 ბირთვიანი Kryo 385, რომელიც 25%-ით გაზრდილ პერფორმანს გვპირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ 4 ბირთვი დაფუძნებულია Cortex-A75 არქიტექტურაზე, ხოლო დანარჩენი 4 Cortex-A55-ზე. ეს უკანასკნელნი 1.8 GHz სიჩქარეს გვპირდებიან.

გრაფიკულ ამაჩქარებლად (GPU) გამოყენებულია Adreno 630 და Qualcomm გვპირდება 30%-ით გაუმჯობესებულ გრაფიკასა და ენერგიის დაზოგვას. რაც მთავარია, აღნიშნულ გრაფიკულ დამაჩქარებელს შეუძლია 2000×2000 რეზოლუციის ჩვენების 120 Hz-ზე გაშვება.

როგორც ზემოთ ავღნიშნე ჩიპსეტში წარმოდგენილია ციფრული სიგნალის პროცესორი Hexagon 685 DSP, რომელიც მუშაობს 3-ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე მისი წინამორბედი Hexagon 682. მას ასევე აქვს AI (ხელოვნური ინტელექტის) მხარდაჭერა.

კიდევ ერთი კომპონენტია გამოსახულების დამამუშავებელი Spectra 280, რომელსაც აქვს ერთი 32mp-იანი და ორი 16mp-იანი კამერის მოდულების მხარდაჭერა. ასევე აღნიშნული პროცესორი იძლევა 4K HDR ვიდეო გადაღების საშუალებას 60 FPS-ით.

ჩიპსეტში ინტეგრირტებულია ფიჭური კავშირის მოდემი Snapdragon 20X, რომელიც 1.200 Mbps გადმოწერის, ხოლო 150Mbps-ით ატვირთვის სიჩქარეს უზრუნველყოფს. ასევე არის Bluetooth 5-ის მხარდაჭერაც.

აღსანიშნავია ისც, რომ Qualcomm-ის ახალ პროცესორს QickCharge 4/4+ -ის მხარდაჭერა აქვს, რომელიც სმარტფონის 50%-მდე დატენვას 15 წთ-ში უზრუნველყოფს.

Snapdragon 845
Process 10 nm FinFET
CPU 8x Kryo 385 (4x Cortex-A75 up to 2.8 GHz + 4x Cortex-A55 up to 1.8 GHz)
GPU / VPS Adreno 630
Camera Up to 32MP / 16MP +16MP
Video Recording 4K HDR
Max screen resolution 2x 2400×2400 @ 120 FPS (VR)
LTE 1.2 Gbps / 150 Mbps
Wi-Fi 802.11ad Multi-gigabit
AI Platform Hexagon 685
QuickCharge QuickCharge 4/4+

Qualcomm snapdragon 845 თავისი გრაფიკული დამაჩქარებლით კიდევ უფრო აუმჯობესებს AR და VR ტექნოლოგიებს და მათ გამოყენებას. როგორც ცნობილია, აღნიშნული პროცესორი 2018 წლიდან მასიურად ჩაეშვება სმარტფონებში, VR სათვალეებსა და ახალ “მობილურ ლეპტოპებში”. პირველად ის Samsung Galaxy s9-სა და Sony-ის ახალ ფლაგმანურ სმარტფონში გამოჩნდება, ხოლო მოგვიანებთ სხვა დიდი კომპანიებიც დაიწყებენ მის გამოყენებას ფლაგმანურ სმარტფონებში.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი