SES-ნაბიჯი მომავლის ციფრულ სამყაროში

დაბრუნება ყველა პოსტი

SES-ნაბიჯი მომავლის ციფრულ სამყაროში


SES მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორია და მან პირველმა მიაწოდა მსოფლიოს დიფერენცირებული და მასშტაბირებადი GEO-MEO შეთავაზება გეო-სტაციონარულ ორბიტაზე (GEO) განლაგებული 50-ზე მეტი თანამგზავრისა და დედამიწის საშუალო ორბიტაზე (MEO) განლაგებული 12 თანამგზავრის მეშვეობით. SES-ის ძირითადი აქცენტი გამახვილებულია დამატებითი ფუნქციების მქონე თანმიმდევრულ გადაწყვეტებზე ორი ძირითადი საბაზრო ვერტიკალისთვის: SES ვიდეო და SES ქსელები. ის სატელიტური კავშირგაბმულობის მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, საინფორმაციო შინაარსისა და ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს, მთავრობებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ის პორტფელი მოიცავს ASTRA სატელიტურ სისტემას, O3b ქსელებს და MX1-ს, წამყვან მედია სერვისების მიმწოდებელს, რომელიც გვთავაზობს ინოვაციური ციფრული ვიდეო და მედია სერვისების სრულ პაკეტს. SES წარმოდგენილია ეურონექსტ პარიზისა და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟებზე (SESG).

თბილისში, სასტუმრო ბილთმორში გამართულ კონფერენციაზე, კომპანიის ვიცე პრეზიდენტმა და განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს, კომპნაიის მიღწევები რაც ერთობ ძალზედ შთამბეჭდავი აღოჩნდა, ვინაიდან SES არის კომპანია რომელიც ევროპის სატელევიზიო, ტრანსლიერების ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავეა და მილიონობით ევროპელის ოჯახს ამდიდრებს Ultra HD 4K გამოსახულებებით, კომპანიის თქმით სულ მალე ქართველ მომხმარებელსაც შესთავაზებს 4K ტრანსლაციის მომსახურებას, მაგთთან თანამშრომლობით. საბოლოო ჯამში უნდა ითქვას რომ კონფერეცია მრავლის მომცველი და ერთობ საინტერესო იყო, იმედია მალე ვიხილავთ SES-ს ჩვენს სახლებში, ჩვენს საყვარელ ეკრანებზე და დავტკბებით მისი უსაზღვრო შესაძლებლობებით.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი