Samsung-ის A სერიის ახალი წარმომადგენელი განახლებული დიზაინით

დაბრუნება Posts

Samsung-ის A სერიის ახალი წარმომადგენელი განახლებული დიზაინით


ყველა განსაკუთრებულად ელოდება Samsung-ის ფლაგმანური S სერიის ახალ წარმომადგენელს, რომელზეც ინფორმაცია ყოველ დღე ვრცელდება, მაგრამ საბოლოო დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები ჯერ კიდევ არაა ცნობილი. მაგრამ რამდენიმე კვირის წინ გაირკვა, რომ კომპანია დიდ ცვლილებებს აპირებს საშუალო კლასის Galaxy A სერიის 2018 წლის სმარტფონებში. როგორც გაირკვა, Samsung-ი მომავალ წელს Galaxy A სერიის ახალ მოდელებთან ერთად Galaxy A8-ს და A8+ ს წარადგენს, რომლის დიზაინი გარკვეულ წილად Galaxy S8-ის დიზაინს მოგაგონებთ, მაგრამ Edge ეკრანის გარეშე. გუშინ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც თვალნათლივ ნაჩვენებია აღნიშნული სმარტფონების ვიზუალური მხარე.

სხვადასხვა წყაროს ცნობით Samsung Galaxy A8+ წარმოდგენილი იქნება 6 ინჩიანი 18:9 ფორმატის FullHD უსაზღვრო ეკრანით. მთავარი კამერა 16 მეგაპიქსელიანია F/1.7 დიაფრაგმით, ხოლო წინა მხარეს ორმაგი 8 მეგაპიქსელიანი კამერის სენსორი ამშვენებს.

აღნიშნული სმარტფონი მუშაობს 8 ბირთვიან Exynos 7885 პროცესორზე. იგი წარმოდგენილი 6Gb ოპერატიულითა და 64Gb შიდა მეხსიერებით 256Gb-მდე გაზრდის საშუალებით. რაც შეეხება ბატარიას, იგი 3500mAh-იანია, რაც აღნიშნული ფასის სმარტფონისთვის საკმაოდ კარგია. ასევე Galaxy A8+ მტვრისგან და წყლისგან დაცულია IP68 სერტიფიკატით. აქ გამოსწორებულია თითის ანაბეჭდის სკანერის მდებარეობა და ახლა იგი კამერის ქვემოთ, შედარებით კომფორტულ ადგილასაა მოთავსებული.

სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნული სმარტფონი მზის შუქს დეკემბრის ბოლოს იხილავს, და მისი ფასი $600 დოლარი იქნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ Galaxy A8+ ის უკანა პანელის დიზაინიდან შეგვიძლია დაახლოებითი წარმოდგენა შევიქმნათ Galaxy S9-ის უკანა პანელსა და თითის ანაბეჭდის სკანერის მდებარეობაზე.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts