Qualcomm-ის პროცესორზე მომუშავე პირველი ლეპტოპები და მათი პრივილეგიები

დაბრუნება ყველა პოსტი

Qualcomm-ის პროცესორზე მომუშავე პირველი ლეპტოპები და მათი პრივილეგიები


გუშინ  Microsoft-მა და Qualcomm-მა ერთობლივი, რევოლუციური პროდუქტი წარადგინეს, რამაც სრულიად შეცვალა ლეპტოპების მომავალი. ალბათ მიხვდით, რომ ეს პროდუქტი  Snapdragon 835 პროცესორზე მომუშავე პირველი ლეპტოპია. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ შექმნაში მონაწილეობა მიიღეს HP-მ, Lenovo-მ და Asus-მა.

ყველასთვის ცნობილია, რომ Qualcomm-ის პროცესორები საკმაო პოპულარობით სარგებლობენ Android სმარტფონებში. მაგრამ დღეიდან მათზე მხოლოდ სმარტფონები აღარ იმუშავებენ. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, თუ რა პრივილეგია აქვს აღნიშნულ პროდუქტს, სხვა intel-ის პროცესორებზე მომუშავე ლეპტოპებისგან განსხვავებით. Snapdragon 835 ბევრად კომპაქტურია, ვიდრე სხვა პროცესორები, შესაბამისად კორპუსში მეტი ადგილი რჩება ბატარიისთვის. ლეპტოპებში ერთ-ერთი მწვავე პრობლემა კი სწორედ ბატარიის უკმარისობაა. ასევე აღნიშნული პროცესორი არ არის ხმაურიანი და არ საჭიროებს აქტიურ გაგრილებას.

“Always on” ლეპტოპები, სწორედ ასე უწოდებენ მათ. ისინი 22 საათიან შეუფერხებელ მუშაობას გვპირდებიან ვიდეოს ყურების დროს (50%-ით მეტი ვიდრე ჩვეულებრივ ლეპტობებში),ხოლო მთავარი რამ რაც მათ სხვა ლეპტობებისგან განასხვავებთ არის LTE კავშირის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ შეგიძლიან ნებისმიერი ოპერატორით მუდმივად გამოიყენოთ მობილური ინტერნეტი.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე Asus-მა და HP-მ სწორედ ზემოთ აღნიშნულ პროცესორებზე მომუშავე პროდუქტი წარადგინეს Asus NovaGO და HP’s Envy x2.

Asus NovaGo-ს ტექნიკური მახასიათებლები და ფასი:

  • FullHD 13.3 დიუმიანი ეკრანი
  • 4/8 Gb ოპერატიული და 64/128Gb შიდა მეხსიერება (256 Gb-მდე გაზრდაც შესაძლებელია)
  • სტილუსის მხარდაჭერა
  • LTE მხარდაჭერა
  • წონა: 1.39 კგ; სისქე: 14.9 მმ
  • ოპერაციული სისტემა – Windows 10 S (შესაძლებელია Windows 10 Pro-ზე უფასო განახლებაც)
  • ფასი – $599/799

HP’s Envy x2-ის ტექნიკური მახასიათებლები:

  • FullHD გაფართოების 12,3 დიუმიანი WUXGA+ ეკრანი
  • 8 Gb ოპერატიული და 128Gb შიდა მეხსიერება
  • სტილუსის მხარდაჭერა
  • LTE მხარდაჭერა
  • წონა: 700 გრ; სისქე: 6,9 მმ
  • ოპერაციული სისტემა – Windows 10 S (pro-ზე უფასო განახლებით)
  • ფასი – უცნობია

ასევე არის ინფორმაციაც, რომ Snapdragon 835-ზე მომუშავე ლეპტოპს კომპანია Lenovo-ც წარადგენს. მინდა ავღნიშნო, რომ Qualcomm-ის პროცესორები გარკვეულ წილად ჩამორჩებიან Intel-ის პროცესორებს რადგან, შესაძლოა მათ ისეთ დატვირთვას ვერ გაუძლონ, როგორიცაა რენდერი ან თუნდაც Gaming-ი. მაგრამ ამ ყველაფრამდეც არც ისე შორს ვართ და იმედს ვიქონიებ რომ აღნიშნული პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრება. მანამდე კი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ რეალურად რა შეუძლიათ სმარტფონის პროცესორზე მომუშავე ლეპტოპებს.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი