Samsung Galaxy A8/A8+(2018)-ის დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები

დაბრუნება ყველა პოსტი

Samsung Galaxy A8/A8+(2018)-ის დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები


ყველანი განსაკუთრებულად ველით Samsung-ის 2018 წლის ფლაგმანებს Galaxy S9-სა და S9 Plus-ს, მაგრამ როგორც ცნობილი იყო კომპანია დიდ ცვლილებებს აპირებდა Galaxy A სერიაში, რომელიც უკვე დიდი ხანია რაც საშუალო კლასის სმარტფონებისგან იყო დაკომპლეკტებული. რამდენიმე თვეა, რაც ვრცელდება ინფორმაცია Galaxy A8/A8+(2018) მოდელებზე, მაგრამ დღეს სრულიად მოულოდნელად ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა მათი ვიდეო განხილვა, მართალია ის ინგლისურენოვანი არ არის, მაგრამ ამ ვიდეოში კარგად ჩანს A სერიის 2018 წლის ყველაზე დახვეწილი სმარტფონების დიზაინი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვიდეო მალევე იქნა წაშლილი გარკვეული მიზეზების გამო, მე მოვასწარი რამდენიმე კადრის შენახვა. სწორედ შუშის დიზაინი და ფლაგმანური ტექნიკური მახასიათებლები Galaxy A8-სა და A8 Plus-ს პრემიუმ კლასის სმარტფონებად აქცევს. მათი ფასი უცნობია, მაგრამ ჩემი აზრით ისინი დაახლოებით $500-იდან $700-მდე ეღირება.

ტექნიკური მახასიათებლები:

ეკრანი: 5.6 და 6 ინჩიანი Super AMOLED FullHD+ რეზოლუციით

პროცესორი: Exynos 7885  2 2.2GHz-იანი და 6 1.6GHz-იანი ბირთვებით

მეხსიერება: 4/6 GB ოპერატიული და 32/64GB შიდა (256GB-მდე გაზრდის საშუალებით)

მთავარი კამერა: 16MP-ითა f/1.7 დიაფრაგმით

წინა კამერა: 16MP f/1.9 + 8MP f/1.9-იანი ორმაგი კამერა Live Focus-ით

ბატარია: 3000/3500mAh

წლისგან და მტვრისგან დაცვა: IP68 სერტიფიკატით

 


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი