სად შეიძლება შევიძინოთ Apple iPhone 7/7 Plus, iPhone 8/8 Plus და iPhone X ყველაზე იაფად

დაბრუნება ყველა პოსტი

სად შეიძლება შევიძინოთ Apple iPhone 7/7 Plus, iPhone 8/8 Plus და iPhone X ყველაზე იაფად


კომპანია Apple-მა წელს 3 ახალი სმარტფონი წარადგინა iPhone 8, iPhone 8 Plus და საიუბილეო iPhone X. როგორც მოგეხსენებათ, Apple-ის პორდუქცია დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში, რადგან ეს კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტსა და მომსახურებას. სამწუხაროდ Apple-ის პროდუქტს ძალიან ხშირად არა ფუნქციონალის, არამედ იმიჯის გამო ყოდულობენ, განსაკუთრებულად კი iPhone-ს. მომხმარებლების უმეტესობას მიაჩნია, რომ ბოლო მოდელის iPhone-ის ქონა წარმატებულობის მანიშნებელია.

Apple განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც, სადაც ამ კომპანიის ავტორიზებული გადამყიდველებიც და ოფიციალური პარტინიორებიც არიან.

ალბათ ყველამ იცით, რომ iPhone-ის ახალი მოდელები, განსაკუთრებით კი 1000$-იანი iPhone X, საკმაოდ ძვირი აღმოჩნდა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. სახელმწიფო გაუფასურებული ვალუტის გამო, Apple-ის ზემოთ აღნიშნული პროდუქცია კოლოსალურ ღირებულებას აღწევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული კვლევა, ვეწვიეთ სხვადასხვა ცნობილი მაღაზიების საიტებს და გვინდა გირჩიოთ, თუ სად შეიძლება შეიძინოთ Apple iPhone უახლესი მოდელები მინიმალურ ფასად.

Zoommer

ჩატარებული კვლევის მიხედვით, Apple iPhone X ყველაზე დაბალ ფასად  Zoommer-ში აღმოჩნდა. 64 GB შიდა მეხსიერების მქონე iPhone X აქ 3589 ლარი, ხოლო 256 GB-იანი 4249 ლარი ღირს. 64 Gb-იან iPhone 8-ზე სამწუხაროდ ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ 256 Gb-იანი iPhone 8 Plus ყველაზე იაფად სწორედ ამ მაღაზიაშია-3079 ლარი. ხოლო იმავე მეხსიერების მქონე iPhone 8-ის ღირებულება 2799 ლარია. კვლევა ჩავატარეთ ასევე iPhone 7-ისა და iPhone 7 Plus-ის ფასებთან დაკავშირებითაც და მინდა ვთქვა, რომ აღნიშნულ მაღაზიაში 32 და 256Gb-იანი iPhone 7 Plus 2259 და 2699 ლარი ღირს.

ფასები:

Apple iPhone X 64/256Gb – 3589/4249 ლარი

Apple iPhone 8 64/256Gb – 2359/2799 ლარი

Apple iPhone 8 Plus 256Gb – 3079 ლარი

Apple iPhone 7 32/128/256Gb – 1839/2199/2299 ლარი

Apple iPhone 7 Plus 32/128/256Gb – 2259/2649/2699 ლარი

iPlus

აღნიშნულ მაღაზიაში გირჩევთ 256 Gb-იან iPhone 8-ის შეძენას, რომელიც 2790 ლარი ღირს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია იმ მაღაზიების ფასებს შორის, რომლებიც გამოვიკვლიეთ. კვლევის მიხედვით 32 და 128Gb შიდა მეხსიერების მქონე iPhone 7-ის შეძენა iPlus-ში ყველაზე დაბალ ფასად 1830 დ 2187 ლარადაა შესაძლებელი.

ფასები:

Apple iPhone X 64/256Gb – 3865/4685 ლარი

Apple iPhone 8 64/256Gb – 2343/2790 ლარი

Apple iPhone 8 Plus 64/256Gb – 2926/3261 ლარი

Apple iPhone 7 32/128/256Gb – 1830/2187/2403 ლარი

Apple iPhone 7 Plus 32/128/256Gb – 2325/2730/2835 ლარი

Altaokay

Altaokay-ში სხვა მაღაზიების ფასებთან შედარებით, ყველაზე იაფი 64 Gb შიდა მეხსიერების მქონე Apple iPhone 8 აღმოჩნდა და მისი ღირებულება 2800 ლარია.

ფასები:

Apple iPhone X 64/256Gb – 3800/4399 ლარი

Apple iPhone 8 64/256Gb – 2499/2999 ლარი

Apple iPhone 8 Plus 64/256Gb – 2800/3400 ლარი

Apple iPhone 7 32/128/256Gb – 1900/2350/2499 ლარი

Apple iPhone 7 Plus 32/128Gb – 2400/2800 ლარი

iTechnic

დარჩა 64Gb-იანი Apple iPhone 8, რომლის ყველაზე დაბალ ფასად, 2325 ლარად შეძენა შეგიძლიათ iTechnic-ში. ამ მაღაზიათა ქსელში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ 128Gb შიდა მეხსიერების მქონე iPhone 7 Plus ყველაზე დაბალ ფასად, 2595 ლარად, ხოლო 256 Gb-იანი iPhone 7-ის ღირებულება შეადგენს 2290 ლარს.

ფასები:

Apple iPhone X 64/256Gb – 3795/4599 ლარი

Apple iPhone 8 64Gb – 2325 ლარი

Apple iPhone 8 Plus 64/256Gb – 2890/3250 ლარი

Apple iPhone 7 32/128/256Gb – 1839/2190/2290 ლარი

Apple iPhone 7 Plus 32/128/256Gb – 2325/2595/2790 ლარი

Applecity

სამწუხაროდ Applecity-ის მაღაზიათა ქსელში Apple-ის უახლესი მოდელები შედარებით ძვირი ღირს, მაგრამ ფასებს მაინც შემოგთავაზებთ.

ფასები:

Apple iPhone X 64/256Gb – 3855/4680 ლარი

Apple iPhone 8 64/256Gb – 2345/2795 ლარი

Apple iPhone 8 Plus 64/256Gb – 2930/3265 ლარი

Apple iPhone 7 32/128/256Gb – 1835/2190/2730 ლარი

Apple iPhone 7 Plus 32/128/256Gb – 2325/2730/2799 ლარი

იმედია ჩვენი კვლევა დაგეხმარებათ დაზოგოთ ფული და საუკეთესო ფასად შეიძინოთ Apple-ის ზემოთ აღნიშნული პროდუქცია.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი