Android Oreo (Go Edition) – საოპერაციე სისტემა სუსტი სმარტფონებისთვის

დაბრუნება ყველა პოსტი

Android Oreo (Go Edition) – საოპერაციე სისტემა სუსტი სმარტფონებისთვის


Android-ი, როგორც სისტემა დღითიდღე სულ უფრო და უფრო იხვეწება და უმჯობესდება, მაგრამ იზრდება მისი სისტემური მოთხოვნილებებიც, სწორედ ამიტომ Google-მა დაანონსა Android Oreo (Go Edition), რომელიც განკუთვნილია შედარებით სუსტი სმარტფონებისთვის, აღნიშნული საოპერაციე სისტემა 2-ჯერ ნაკლებ ადგილს იკავებს სმარტფონის შიდა მეხსიერებაში და შეუფერხებელ მუშაობას გვპირდება.

უფრო დეტალურად  რომ განვიხილოთ Android Go სამი რამით განსხვავდება სტანდარტული სისტემისგან, ესენია: მეტი სიმარტივე, ოპტიმიზირებული სისტემური აპლიკაციები და სპეციალურად მორგებული Play Store, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მისი სმარტფონის სისტემური მოთხოვნილების შესაბამის პროდუქტს.

როგორც კომპანია ირწმუნება Android Go 2-ჯერ ნაკლებ ადგილს იკავებს და ნაკლებ რესურსებს მოიხმარს. მასში ჩაშენებულია ისეთი სისტემური აპლიკაციები, როგორებიცაა: Google Go, Google Assistant Go, YouTube Go, Google Maps Go, Gmail Go, Gboard, Google Play, Chrome და Files Go. ეს აპლიკაციები ოპტიმიზირებულია იმისთვის, რომ დაბალი სისტემური მოთხოვნილებების მოწყობილობებზე შეუფერხებლად შეასრულონ თავიანთი მოვალეობა. ასევე Android Go-ში ინტეგრირებულია ისეთი ფუნქციაც, როგორიცაა Data Saver, რითიც მომხმარებელს შეუძლია აკონტროლოს მობილური ინტერნეტის ფონური მოხმარება.

გუშინ Android Go  Android 8.1-თან ერთად გამოვიდა და ოფიციალურად ჩაეშვა ინდოეთისა და ინდონეზიის ბაზარზე.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი