Xiaomi თავის iPhone X-ს გამოუშვებს!

დაბრუნება ყველა პოსტი

Xiaomi თავის iPhone X-ს გამოუშვებს!


შაომი, შენა ხარ ესა?!

ინტერნეტ-სივრცეში ახლახანს გამოჩნდა Xiaomi-ს ახალი სმარტფონი, რომელიც ჯერ გამოსული არაა. ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს არის Xiaomi Mi Mix 2s, რომელიც Mi Mix 2-ის გაუმჯობესებული ვერსიაა, თუმცა არის ერთი პრობლემა…

მგონი სადღაც გვაქვს უკვე ეს “უნიწარბი” ნანახი, არა? 🤔

დიახ დიახ, Mi Mix 2s-ს სწორედაც iPhone X-ის სტილის “კუნძული” აქვს ეკრანის ზემოთ, სადაც წინა კამერა და სხვა სენსორებია განთავსებული.

ერთადერთი დადებითი მხარე არის ის, რომ “კუნძულის” გარშემო არსებული “რქები” უფრო გრძელია და დიდი ალბათობით უფრო მეტ ხატულას თუ ინფორმაციას დაიტევს.

რას ფიქრობთ Xiaomi Mi Mix 2s-ზე?


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი