Samsung-მა ეკრანში ჩაშენებული ანაბეჭდის სკანერის ტექნოლოგია დააპატენტა

დაბრუნება ყველა პოსტი

Samsung-მა ეკრანში ჩაშენებული ანაბეჭდის სკანერის ტექნოლოგია დააპატენტა


უკვე წელიწადზე მეტია, რაც Samsung-ი ცდილობს თითის ანაბეჭდის სკანერის თავისი სმარტფონების ეკრანში ჩაშენებას, მაგრამ ეს ტექნოლოგია ვერც Galaxy S8-ში და ვერც Note 8-ში ვიხილეთ. სრულიად მოულოდნელად ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციამ (WIPO) კომპანიას ეკრანში ჩაშენებული ანაბეჭდის სკანერის ტექნოლოგია დაუპატენტა.

ალბათ ფიქრობთ, რომ აქ ახალი არაფერია, მსგავსი ტექნოლოგია ხომ რამდენიმე თვის წინ დააპატენტა Samsung-მა, მაგრამ ცდებით. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, აღნიშნული პატენტის მიხედვით ეკრანში ჩაშენებულია, არა ერთი, არამედ 12 ანაბეჭდის სენსორი. წარმოიდგინეთ სმარტფონი, რომელიც თქვენს ყოველ ინდივიდუალურ შეხებას აღიქვამს და აიდენტიფიცირებს. აი მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ალბომში დააპრივატოთ ნებისმიერი სურათი და მას მხოლოდ მაშინ ნახავთ, როდესაც საკუთარი თითით გახსნით ალბომის აპლიკაციას. იმავე პრინციპით იმოქმედებს კონტაქტები, შეტყობინებები და აპლიკაციები. რა თქმა უნდა სმარტფონის განბლოკვისთვის ეკრანის ნებისმიერ ადგილას შეხებაც კი საკმარისია. დამეთანხმებით, რომ ეს ტექნოლოგია გაამარტივებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. მისი გამოყენება საბანკო ტრანზაქციებსა და სერვისებშიც შეიძლება.

გასული კვირის ინფორმაციაზე დაყრდნობით, Samsung Galaxy S9, რომელსაც შესაძლოა აღნიშნული ტექნოლოგია ჰქონდეს, მზის სინათლეს იანვრის დასაწყისში იხილავს, ხოლო კომპანია საზოგადოებას თებერვლის ბოლოს წარუდგენს. მინდა ავღნიშნო, რომ იანვრის დასაწყისში სმარტფონი წარსდგება კომპანიის პარტნიორების წინაშე, დახურულ კარს მიღმა.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი