Samsung-ი თავისი ახალი რეკლამით Apple-ს დასცინის

დაბრუნება ყველა პოსტი

Samsung-ი თავისი ახალი რეკლამით Apple-ს დასცინის


რთული დასაჯერებელია, რომ დღევანდელ სამყაროში ვინმემ არ იცოდეს Apple-ისა და Samsung-ის დაპირისპირება – ვირტუალური ომი, რომელიც უკვე წლების განმავლობაში მიმდინარეობს ინტერნეტ-სივრცის გადაშლილ ბუმბერაზ ფლანგზე.

Apple-ის დამცინავი რეკლამებით და სარეკლამო კამპანიებით Samsung-ი კარგადაა ცნობილი, თუმცა ამ ბოლო დროს ზედმეტი პასიურობა იგრძნობოდა კორეული ფლანგისგან დღევანდელ დღემდე. დიდი ალბათობით ისინი კუპერტინოელების საიუბილეო სმარტფონის გამოსვლას ელოდნენ, რათა iPhone-ის მთლიანი ათწლეულისთვის ერთბაშად მიეყენებინათ დარტყმა.

რამდენიმე დღის წინ Samsung-მა ახალი საკომერციო ვიდეო (რეკლამა) გამოუშვა, რომელიც ერთი ჩვეულებრივი Apple-ის მომხმარებლის ისტორიას გვივიზიარებს iPhone-თან მიმართებაში, რომელიც, როგორც უკვე მიხვდით, სმარტფონის უიღბლობებთან და გაუმართლებლობებთანაა დაკავშირებული.

ვიდეოს ბოლოს Samsung-ი Apple-ის უახლეს iPhone X-საც დასცინის, რომელსაც ეკრანს ზემოთ განთავსებული აქვს “კუნძული”. მიაქციეთ ყურადღება iPhone X-ის რიგში მდგომი ადამიანის თმის სტილს.

გარწმუნებთ, ამ ვიდეოს ნახვას არ ინანებთ!


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი