Google-მა Pixel 2-ის ყველა პრობლემა გამოასწორა

დაბრუნება ყველა პოსტი

Google-მა Pixel 2-ის ყველა პრობლემა გამოასწორა


ყველაზე მოსალოდნელი Android სმარტფონის გამოსვლამ მიმოხილველებსა და მომხმარებლებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

პრობლემა მდგომარეობდა ეკრანში, რომელიც განსაკუთრებით ეხებოდა სმარტფონის დიდ ვერსიას – Pixel 2 XL-ს, რომელიც სინამდვილეში LG-ის აწყობილია და მათივე OLED ეკრანებს იყენებს. სამწუხაროდ LG რამოდენიმე თაობით ჩამორჩება Samsung-ის OLED პანელებს, ზუსტად რის გამოც ჩნდება ბევრი პრობლემა.

საწყისისთვის, Pixel 2 XL-ის დახრისას იცვლის ფერებს და ლურჯ (ცივ) ტონებს იღებს. ასე თუ ისე, დახრისას არცერთი OLED ტიპის ეკრანია იდეალური. ზოგი სიმწვანეში გადადის, ზოგი წითლდება. iPhone X-საც კი გააჩნია მსგავსი პრობლემა, თუმცა მიუხედავად ამისა, ის საუკეთესო ეკრანის მქონე სმარტფონადაა დასახელებული.

Pixel 2 XL-ის კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემა გახლდათ პიქსელების დამწვრობა (ირონია – პიქსელს რომ პიქსელები დაეწვება 😁), კერძოდ კი სანავიგაციო ღილაკების არეში, რომელიც ყოველთვისაა აქტიური. როგორც უკვე ვიცით, OLED ეკრანი უდიდესი პრობლემა ზუსტადაც პიქსელების დამწვრობაა, თუმცა საქმე იმაშია, რომ თუკი ეს დამწვრობა სხვა სმარტფონებში 3-4 თვის მერე ჩნდება, Pixel 2 XL-ის ზოგი მომხმარებელი მას პირველ კვირაშივე ხედავდა.

სმარტფონების მეორე პრობლემა, რომელიც ამჯერად დიდ სმარტფონთან ერთად მცირე Pixel 2-საც ეხებოდა, ეს იყო ფერები. Google-მა წელს გადაწყვიტა sRGB 100%-იანი ფერთა გამის დაცვა, რაც ძირითადად გამოიყენება ვებ დიზაინსა და გრაფიკულ სამუშაოებში, სადაც საჭიროა ყველა ფერი იყოს სტანდარტიზებული და დაცული, თუმცა სმარტფონებზე მომხმარებელი მიჩვეულია “ჭყეტელა” ფერებს, მით უმეტეს OLED ტიპის ეკრანზე, რომელიც ყოველთვის არ არის ისეთი რეალური, როგორიც LCD ტიპის ეკრანები. მეტიც, ადრე დეველოპერულ პარამეტრებში შესაძლებელი იყო sRGB რეჟიმის ჩართვა/გამორთვა, თუმცა Pixel 2-ში Google-მა ის დააძალა და მომხმარებლის თვალიდან მოაშორა, რის გამოც ის ყოველთვის იყო ჩართული და არ ირთვებოდა.

როგორც იქნა, Google-მა დღეს გამოუშვა Android-ის ნოემბრის თვის უსაფრთხოების განახლება, რომელმაც Pixel 2 და Pixel 2 XL-ის უმრავლესობა პრობლემა გამოასწორა. რა თქმა უნდა დიდი სმარტფონის დახრისას ფერთა ტემპერატურის ცვლილება არ გამოსწორდებოდა პროგრამული განახლებით, რადგან ეს LG-ის OLED ეკრანის ხარისხის კონტროლის პრობლემაა (შეგახსენებთ, რომ მცირე Pixel 2-ს ეს პრობლემა არ აქვს), თუმცა გამოსწორდა მისი ფერების რეპროდუქცია და როგორც იქნა შესაძლებელია მათი თავისუფლად დარეგულირებაც.

Google-ი ახლა სამ ქვე-პარამეტრს გვთავაზობს ეკრანის პარამეტრებში: Natural – ნატურალური ფერებისა და sRGB გამის დაცვისთვის, Saturated – ცოტათი ჭყეტელა ფერები და Boosted – ზედმეტად ჭყეტელა ფერები, ამრიგად ახლა ჩვენ თავზე შეგვიძლია მოვარგოთ მისი ეკრანი. (თუმცა აღსანიშნავია, რომ კარგი იქნებოდა ეს სლაიდერის ტიპის მარეგულირებელი ყოფილიყო)

ამასთან ერთად, გამოსწორდა სანავიგაციო რილაკების დამწვრობის პრობლემაც, რომელიც გადაჭრილი იქნა ღილაკების ფერის შეცვლით. ადრე, თუკი მათ სტატიკური თეთრი ფერი ჰქონდათ, ახლა ისინი თეთრი მხოლოდ მაშინაა, როდესაც მათ აჭერთ, ხოლო 3 წამი უაქტივობის შემდეგ მათი ფერი ნაცრისფერი ხდება, რამაც უნდა დაეხმაროს ღილაკების პიქსელებს არ დაიწვან.

ნოემბრის თვის განახლება უკვე ხელმისაწვდომია ყველა Pixel და Nexus სმარტფონებზე.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი