აკუმულატორის ახალი ტექნოლოგია Samsung-ისაგან

დაბრუნება ყველა პოსტი

აკუმულატორის ახალი ტექნოლოგია Samsung-ისაგან


სმარტფონისა და ზოგადად ნებისმიერი პორტატული ელექტრო მოწყობილობის კვების აკუმულატორი, ძალიან მძიმე ტკივილია ჩვენთვის, მომხმარებლებისათვის, ვინაიდან გვიწევს მათი დამუხვტვა სულ მცირე ერთხელ მაინც დღის განმავლობაში, მეცნიერბი ინჟინრებთან ერთად მუდმივად ცდილობენ დახვეწონ და სრულყოფილება გაუკეთონ ტექნოლოგიებს რითაც ეს აკუმულატორი მზადდება და აი სულ ახლახანს Samsung-ის ინჟინრების ჯგუფმა მიაგნო გამოსავალს. სეულის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, შეიქნა კვების ახალი აკუმულატორი, რომელიც ლითიუმის ნაცვლად გრაფენს იყენს, რომელიც 5-ჯერ უფრო სრაფად იმუხტება ვიდრე ლითიუმის იონები, ე.ი თვქენ თქვენი სმარტფონის ბოლომდე დამუხტვა 30 წუთზე ნაკლებ დროში შეგეძლებათ, გარდა სწრაფი დამუხტვისა ახალი ნივთიერაბა 45%-ით აქტიურია და მისი გამოყენებით იგივე სისქეში თითქმის ორჯერ მეტი მილიამპერაჟის ჩატევაა შესაძლებელი უსაფრთხოდ.

სამწუხაროდ ახალ ტექნოლოგიას Galaxy S9-ში არ უნდა ველოდოთ, რადგან ის დასახვეწია და მხოლოდ ოპტიმალურ ტემპერატურულ გარემოში მუშაობს სრული დატვირთვით. ახალი აკუმულატორის დებიუტი, Galaxy Note 9-ში შედგება.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი