ხალხი ახალ iPhone X-ს ვერ არჩევს iPhone 4-ისგან

დაბრუნება ყველა პოსტი

ხალხი ახალ iPhone X-ს ვერ არჩევს iPhone 4-ისგან


დიდი ალბათობით ბევრმა იცით ამერიკელი Jimmy Kimmel და მისი კომედიური შოუ. ყოველ წელს, ახალი iPhone-ის გამოსვლისას ის ხალხს ტროლავს, აძლევს წინა წლის სმარტფონს, და არწმუნებს, რომ ეს უახლესი iPhone-ია.

iPhone-ის ათი წლის თავისთვის სპეციალური iPhone X-ის გამოსვლამ მთელი დედამიწა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ინტერნეტ-სივრცეც აალაპარაკა, Jimmy კი სახალხო ხუმრობის სრულიად ახალ დონეზე გადავიდა. იმის ნაცვლად, რომ თუნდაც წინა წლის iPhone 7 მოიხსენოს X-ად, მან ხალხს 2010 წელს წარმოდგენილი iPhone 4 აჩვენა.

ის, რაც ვიდეოში მოხდა, გაგაკვირვებთ:

 


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი