Apple-მა გამოასწორა iPhone X-ის უდიდესი პრობლემა და უსადენო დამუხტვა გააძლიერა

დაბრუნება ყველა პოსტი

Apple-მა გამოასწორა iPhone X-ის უდიდესი პრობლემა და უსადენო დამუხტვა გააძლიერა


Apple-მა ახლახანს გამოუშვა iOS-ის ახალი განახლება, კერძოდ 11.1.2 ვერსია, რომელიც ძირითადად iPhone X-ზე ამახვილებს დიდ ყურადღებას.

გასულ კვირას დიდი ალბათობით გინახავთ მედიის “დამხობა” იმაზე, რომ iPhone X-ის ეკრანი უფუნქციო ხდება გარე ტემპერატურის უარყოფით ნიშნულაზე დაცემისას. მომხმარებლებმა, რომლებსაც აღნიშნული პრობლემა შეხვდათ, აღნიშნეს, რომ სმარტფონი უეცრად იჭედებოდა ცივ გარემოებებში მოხვედრისას და მხოლოდ რამოდენიმე წუთის შემდეგ ხდებოდა ისევ ფუნქციური.

ძალიან ბევრს ეგონა, რომ აღნიშნული პრობლემა აპარატურულია, არ ექვემდებარება შეკეთებას, ზოგმა ჭკვიანმა საერთოდაც დაასკვნა, რომ Apple-მა ამის გამო ტელეფონი უკან უნდა გაიწვიოს, თუმცა სინამდვილეში პრობლემა ადვილად მოგვარებადი აღმოჩნდა.

კომპანიამ დღეს iOS 11.1.2 ვერსია გამოუშვა, რომელიც სრულიად აქრობს გაყინული ეკრანის პრობლემას, გარდა ამისა კი არის სასიამოვნო ბონუსიც.

განახლების შემდეგ iPhone X, ასევე iPhone 8 და 8 Plus-ში გააქტიურდა სწრაფი უსადენო დამუხტვა, ამრიგად სმარტფონებს ახლა qi სტანდარტის 5 ვატიანი დამუხტვის გარდა შეუძლიათ უფრო სწრაფი 7.5 ვატიანი დამუხტვა გამოიყენონ იმ შემთხვევაში, თუკი სმარტფონს სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერილ დამტენზე განათავსებენ.

Apple-ი ამჟამად მხოლოდ Mophie და Belkin-ის უსადენო დამტენებს ყიდის თავის მაღაზიებში და ორივეს აქვს სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა, თუმცა კომპანია ასევე აპირებს თავისი დამტენის გამოშვებას, რომელიც iPhone-ის გარდა Apple Watch და AirPods-საც დატენის სწრაფად.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი