iPhone X-ს საუკეთესო ეკრანი აქვს ბაზარზე

დაბრუნება ყველა პოსტი

iPhone X-ს საუკეთესო ეკრანი აქვს ბაზარზე


ზუსტად ერთი თვის წინ, DisplayMate- მა (კომპანია, რომელიც დაკავებულია ეკრანების დეტალურად გამოკვლევის) გამოაცხადა, რომ Galaxy Note8-ს ბაზარზე საუკეთესო ეკრანი აქვს, თუმცა არც გასულა ერთი თვეც და მისი ადგილი iPhone X-მა დაიკავა!

შეგახსენებთ, რომ iPhone X იყენებს Samsung-ის დამზადებულ OLED ტიპის “Super Retina” 5.8 ინჩიან ეკრანს, რომლის რეზოლუცია 2436 x 1125-ია და DisplayMate-ის თანახმად, გააჩნია უკონკურენტო კონტრასტი და ფერთა გადმოცემის უნარი. გარდა ამ ყველაფრისა, მისი ეკრანი თითქმის ყველა პარამეტრში აღემატება Note8-ის ეკრანს.

გაეცანით DisplayMate-ის გამოკვლევას დეტალურად.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი