Huawei Mate 10 Pro-ს ტექნიკური მახასიათებლების დეტალური განხილვა

დაბრუნება ყველა პოსტი

Huawei Mate 10 Pro-ს ტექნიკური მახასიათებლების დეტალური განხილვა


Huawei-მ კიდევ ერთი შესანიშნავი ფლაგმანური სმარტფონი Mate 10 Pro წარმოგვიდგინა, რომელიც უჩარჩოო ეკრანით და ინოვაციური ტექნოლოგიებით გვაწონებს თავს! გარდა იმისა, რომ მასში გვდება უამრავი ტექნოლოგიური სიახლე, ასევე კორპუსის ანაწყობიც მაღალ დონეზე არის შესრულები, ამ სტატიაში გაგაცნობთ სმარტფონის ტექნიკურ მახასიათებლებს დეტალურად.

დიზაინი: მოწინავე მასალები
სმარტფონის დიზაინი შუშის და მეტალის მასალისგან არის შესრულებული, იმისათვის, რომ შუშა მტკიცე ყოფილიყო და უნივერსალური ფორმები მიეღო, გაცხელეს 700 გრადუსით. კორპუსი დაცულია წყლის და მტვრის შეღწევისგან IP67 სერთიდიფიკატით, IES სტანდარტით, რაც გულისხმობს წყლისგან, წყლის წვეთებისგან და მტვრისგან დაცვას. სმარტფონმა წყლის და მტვრისგან კორპუსის დაცვის ტესტირება სპეციალურ ლაბორატორიაში გაიარა, თუმცა გარანტია აღნიშნულ სერთიფიკატზე არ ვრცელდება, როგორც არის სხვა ბრენდების სმარტფონების შემთხვევაშიც.
კორპუსის წინა პანელზე მოთავსებულია 6 დიუმიანი 18:9 ფორმატის ეკრანი, რომელიც კორპუსთან 81 პროცენტიან თანაფართობაშია, რაც სმარტფონს კომპაქტურს ხდის და გულისხმობს იმას, რომ ეკრანის ირგვლივ ძალიან მცირე ჩარჩოებია.
კორპუსის უკანა პანელზე მოთავსებულია თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი პრაქტიკულ ადგილას და აქ ასევე გვხდება ორმაგი კამერაც.

ეკრანი:
როგორც უკვე ავღნიშნე, სმარტფონში 6 დიუმიანი 18:9 ფორმატის ეკრანია. მის ტექნიკურ მახასიათებლებში ასევე შედის FHD+ რეზოლუციის OLED და HDR10 ტექნოლოგიები, რაც სრულიად აკმაყოფილებს 2017 წლის სტანდარტებს! გარდა ამისა, კონტრასტის თანაფარდობა არის ძალიან მაღალი 70000:1-თან.
პერფომანსი: დაიბადა სწრაფი და დარჩა სწრაფი
სმარტფონი წარმოდგენილია 10 ნანომეტრიანი Kirin 970-ის ჩიფსეტით, რომელშიც მოთავსებულია 8 ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი(4 მაღალი წარმადობის Cortex A73-ის ბირთვით და 4 დაბალი წარმადობის Cortex A53-ის ბირთვის), ხოლო გრაფიკულ პროცესორად გვხდება სუპერ მძლავრი 12 ბირთვიანი Mali-G72. გარდა ამისა აქ გვხდება “ნერვული” პროცესორი(NPU) ე.წ. ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი პროცესორი, რომელიც პირველად აღნიშნულ სმარტფონში არისწარმოდგენილი და გარდა იმისა, რომ სმარტფონში  ხელოვნურ ინტელექტს ეხმარება იმუშაოს “ოფლაინ” რეჟიმშიც, ასევე ამუშავებს ფოტო და ვიდეოს გადაღების  პროცესს მაქსიმალურად ხარისხიანი შედეგის მიღებისთვის.
Huawei გვპირდება, რომ სმარტფონის სისწრაფე შენარჩუნებული იქნება 18 თვის განმავლობაში და ექნება ის სისწრაფე, რაც ყუთიდან ამოღების დროს ჰქონდა.

ენერგო სიძლიერე:

სმარტფონში 4000 მილიამპერიანი ბატარეა არის წარმოდგენილი, რაც 10 ნანომეტრიანი ჩიფსეტის და FHD+ რეზოლუციის OLED ეკრანის გათვალისწინებით წარმოუდგენლად კარგი ვარიანტია სმარტფონის ენერგო სიძლიერისთვის. გარდა ამისა, სმარტფონში გვხდება სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია და დაპირების თანახმად სმარტფონის 20 წუთიანი დამუხტვა უტოლდება ენერგიას ერთი სამუშაო დღით. აქ ასევე გვხდება TUV სერთიფიკატი, რომელიც იცავს ბატარეას გადახურებისგან და უნარჩუნებს სიცოცხლეს დიდი ხნით.

კამერა: ინტელექტუალური ფოტოგრაფია

აპარატურულად სმარტფონი აღჭურვილია 20 მეგაპიქსელიანი მონოქრომული და 12 მეგაპიქსელიანი ფერად სენსორიანი კამერებით, რომელშიც გვხდება F1.6 დიაფრაგმის მქონე LEICA-ს ლინზები. ასევე გვხდება უკვე ტრადიციულად 4K ვიდეო გადაღება, ლაზერული ავოტოფოკუსი და ოპტიკური სტაბილიზაცია. ამ ყველაფერთან ერთად სმარტფონის კამერას ეხმარება ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი პროცესორი, რომ თავად სმარტფონმა ამოიცნოს ობიექტი და თავად აარჩიოს რომელი კამერის რეჟიმი მიეკუთვნება მას. ფაქტობრივად ხელოვნური ინტელექტი აარჩევს საუკეთესო ვარიანტს და დაგეხმარებათ მიიღოთ იდეალური შედეგი თქვენი სმარტფონის კამერით.

ოპერაციული სისტემა: ახალი შესაძლებლობები
სმარტფონში წარმოდგენილია Android 8.0 ოპერაციული სისტემა EMUI 8.0 სამომხმარებლო ინტერფეისით, რომელშიც ყველა აღნიშნულ ოპერციული სისტემის სიახლესთან ერთად Huawei გვთავაზობს დამატებით შესაძლებლობას, კაბელის დამხარებით შეგიძლიათ სმარტფონი მიუერთოდ ეკრანს და მიიღოთ სამაგიდე კომპიუტერი შესაბამისი სამომხმარებლო ინტერფეისით.

სხვა ტექნიკური მახასიათებლებიდან ჩვენ ასევე გვხდება Hi-Res 32 კილობიტიანი აუდიო სისტება, ორი სიმ-ბარათის სლოტი ორივე 4.5G სიგნალის მიღების შესაძლებლობით, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი