2017 წლის საუკეთესო სმარტფონები

დაბრუნება ყველა პოსტი

2017 წლის საუკეთესო სმარტფონები


2017 წელიც თითქმის მიიწურა და დადგა დრო დავასახელოთ ამ წლის საუკეთესო ფლაგმანური სმარტფონები. წელს საკმაოდ საინტერესო მოვლენები განვითარდა, გაჩნდა ახალი “უჩარჩო ეკრანის” ტენდენცია, რომელსაც თითქმის ყველა ბრენდი შეუერთდა, მათ შორის Apple-იც. ყველა სმარტფონს აქვს თავისი მინუსები და პლიუსები, ამიტომაც საუკეთესო თავად მყიდველმა უნდა გამოარჩიოს, რადგან ეს მასზე და მის გემოვნებაზეა დამოკიდებული.

Apple iPhone X, iPhone 8 და iPhone 8 Plus

Apple-მა წელს სამი ახალი სმარტფონი წარადგინა. 1000$-ის ღირებულების iPhone X-ს გააჩნია გამორჩეული დიზაინი, თითქმის უჩარჩო ეკრანი და Face ID ტექნოლოგია. სამივე iPhone წარმოდგენილია პრემიუმ დიზაინითა და შუშის უკანა პანელით, შესაბამისად Apple-მა მათში ჩააშენა უსადენო და სწრაფი დატენვის ტექნოლოგია. სამივე მათგანი მუშაობს ბაზარზე ყველაზე ძლიერ A11 Bionic პროცესორზე. სწორედ Hardware-ის და Software-ის იდეალური შერწმით ეს კომპანია მომხმარებელს საუკეთესო პროდუქციას სთავაზობს. ამიტომაც მყიდველი აღნიშნული სმარტფონებისგან მაქსიმალურ სიამონებას იღებს. Apple-ის კამერები ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო გადაღებით, ერთ-ერთი რამ, რაც მათ სხვა კომპანიის 2017 წლის სმარტფონებისგან გამოარჩევს არის 4K რეზოლუციის ვიდეო გადაღება 60 Fps-ით.

Apple iPhone X-ის ერთ-ერთ დიდ მინუსად შეიძლება ჩავთვალოთ მისი კოლოსალურად მაღალი ფასი, სხვადასხვა ტექნოლოგიური საიტები და ბლოგები მიჩნევენ, რომ 1000$ აღნიშნული სმარტფონისთვის ნამდვილად შეუსაბამო ფასია, მაგრამ ეს მყიდველის გადასაწყვეტია, თუ რამდენად აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს აღნიშნული ფასის მქონე სმარტფონი.

ტექნიკური მახასიათებლები:

Apple iPhone X

Apple iPhone 8

Apple iPhone 8 Plus

Samsung Galaxy Note 8, Galaxy S8 და Galaxy S8+

სამხრეთ კორეულმა კომპანია Samsung-მა წელს საკმაოდ საინტერესო პროდუქცია წარადგინა, Galaxy S8-მ და Galaxy S8+ -მა თავისი დახვეწილი დიზაინით,  ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანით, კარგი კამერით, ფლაგმანური მონაცემებითა და საკმაოდ მისაღები ფასით სმარტფონების ბაზარზე მალევე მოიპოვეს პოპულარობა. კომპანიამ წელს Galaxy Note სერიის ახალი წარმომადგენელი Note 8-ც წარადგინა, რომელიც გამოირჩევა ფლაგმანური სისტემური მონაცემებით, პრემიუმ დიზაინითა და Samsung-ის სმარტფონებს შორის საუკეთესო კამერით, მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ Note 8-ში, ამ კომაპნიის სმარტფონებს შორის პირველად ვხვდებით ორმაგი კამერის მოდულს, რომელიც საკმაოდ ხარისხიან ფოტო-ვიდეო გადაღებას გვპირდება. Note სერია ყოველთვის გამოირჩეოდა S pen-ით, რომელიც ახლა უფრო მრავალფუნქციურია. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს სწორედ Samsung-ი იყო პირველი, რომელმაც თითქმის უჩარჩო, “უსაზღვრო” 18:9 ფორმატის ეკრანის ტენდენცია წამოიწყო.

ტექნიკური მახასიათებლები:

Samsung Galaxy S8

Samsung Galaxy S8+

Samsung Galaxy Note 8

Google Pixel 2 და Pixel 2 XL

Google-ი უკვე დიდი ხანია, რაც მხოლოდ საძიებო სისტემა აღარაა. მათ წელს Google Pixel 2 და Pixel 2 XL წარადგინეს. რითი გამოირჩევა ეს სმარტფონები? პირველ რიგში ბაზარზე არსებული საუკეთესო კამერით, რომელიც კიდევ უფრო გაუმჯობესებულია პროგრამული უზრუნველყოფით. მათში პროგრამული მხარე მაქსიმალურ დონეზეა აყვანილი, ხოლო დიზაინი დახვეწილი და მინიმალისტურია. Google Pixel 2 XL თითქმის უჩარჩო, ხოლო Pixel 2 სტანდარტული 16:9 ფორმატის ეკრანითაა წარმოდგენილი, აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე სმარტფონს გააჩნია სტერეო დინამიკები. Google Pixel 2 XL-ს ჰქონდა საკმაოდ დიდი პრობლემა Amoled ეკრანთან დაკავშირებით, მაგრამ კომპანიამ მისი ნაწილობრივ გამოსწორება შეძლო.

რატომ უნდა შეიძინოთ Google-ის ეს ახალი სმარტფონები? იმიტომ, რომ მათ საუკეთესო კამერა აქვთ ბაზარზე და დახვეწილი პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯზე მაქსიმალურ სისწრაფესა და შეუფერხებლობას ჰპირდებიან მომხმარებლებს.

ტექნიკური მახასიათებლები:

Google Pixel 2

Google Pixel 2 XL

Huawei Mate 10 Pro

“დაიბადა სწრაფი და დარჩა სწრაფი” სწორედ ასეთი ლოზუნგით წარსდგა Huawei Mate 10 Pro სმარტფონების ბაზარზე, მას გამოარჩევს Huawei-ს მძლავრი პროცესორი Kirin 970, რომელშიც ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი. სწორედ ხელოვნური ინტელექტი ეხმარება სმარტფონს 18 თვის მანძილზე იყოს ისეთივე სწრაფი, როგორიც ყუთიდან ამოღებისას. სმარტფონს გააჩნია პრემიუმ დიზაინი, შუშის უკანა პანელი და ერთ-ერთი საუკეთესო კამერა, რომელსაც კიდევ უფრო აუმჯობესებს ზემოთ აღნიშნული ხელოვნური ინტელექტი. ეს სმარტფონიც მიყვება უჩარჩო ეკრანის ტრენდს. მისი შეძენით ნამდვილად არ ინანებთ, რადგან იგი გამოირჩევა მრავალფეროვანი შესაძლებლობებითა და ფლაგმანური მონაცემებით. მინდა ავღნიშნო მისი 4000mAh-იანი ბატარია, რომელსაც ფლაგმანურ სმარტფონებში ანალოგი არ ყავს. სწორედ ამ მოცულობის ბატარიითა და ოპტიმიზაციით სმარტფონს შეუძლია 8-9 საათი მოგემსახუროთ მაქსიმალური დატვირთვით. სწორედ ეს არის ის ფაქტორები თუ რატომ უნდა შეიძინოთ Huawei Mate 10 Pro.

ტექნიკური მახასიათებლები

HTC U11 Plus

კომპანია HTC-ის ახალი, უჩარჩო ეკრანის მქონე U11 Plus საკმაოდ სოლიდური და დახვეწილი დიზაინის მქონე სმარტფონია, რომელიც გამოირჩევა კარგი ფოტო-ვიდეო გადაღებით, განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის აუდიო ჩაწერითა და გადმოცემით, ფლაგმანური ტექნიკური მახასიათებლითა და 3930 mAh ტევადობის ბატარიით, რომელიც 8-9 საათიან შეუფერხებელ მუშაობას გვპირდება მაქსიმალური დატვირთვით. კომპანიამ წელს HTC U11-იც წარადგინა, მაგრამ იგი ვერ აკმაყოფილებდა ახალ უჩარჩო ეკრანის ტრენდს, რომელსაც HTC არ ჩამორჩა და მის ახალ სმარტფონში 18:9 ფორმატის ეკრანი გამოიყენა.

ტექნიკური მახასიათებლები

LG V30

LG-ის საუკეთესო სმარტფონი V30 ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას, კომპანიამ წელს საკმაოდ დახვეწილი დიზაინის და კამერის მქონე სმარტფონი წარადგინა, უჩარჩო ეკრანით, ფლაგმანური მონაცემებითა და სწრაფი პერფორმანსით. შუშის უკანა პანელი და მეტალის კორპუსი კიდევ უფრო მეტ პრემიალურობას მატებს სმარტფონს.

მაღალი ხარისხის ხმა, ფოტო-ვიდეო გადაღება და ანაწყობის ხარისხი არის ის ფაქტორები, რატომაც უნდა შეიძინოთ LG-ის საუკეთესო ფლაგმანი V30.

ტექნიკური მახასიათებლები

OnePlus 5T

და ბოლოს, სმარტფონი რომელმაც თავისი დაბალი ფასით გააკვირვა მთელი მსოფლიო. OnePlus 5T-ს გააჩნია კარგი კამერა ხარისხიანი ფოტო-ვიდეო გადაღებით, დახვეწილი დიზაინი და ფლაგანური სმარტფონებისთვის დამახასიათებელი ტექნიკური მონაცემები. მისი ფასი რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ $499-ია. რაც აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებისა და ფუნქციონალის მქონე სმარტფონისთვის ყველაზე მისაღები ფასია. კომპანია რამდენიმე წელია, რაც სმარტფონების ბაზარზეა და მათი პროდუქცია კარგი ანაწყობის ხარისხითა და მომსახურებით გამოირჩევა.

ტექნიკური მახასიათებლები


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი