Google Pixel 2-ით გადაღებული პირველი სურათები

დაბრუნება ყველა პოსტი

Google Pixel 2-ით გადაღებული პირველი სურათები


გასულ კვირას კომპანია Google-მა გამოუშვა თავისი მეორე თაობის სმარტფონი – Pixel 2, რომელსაც DxO-ს ტესტირების შედეგების მიხედვით ბაზარზე საუკეთესო კამერა აქვს 98 ქულით. მართალია ქულა ბევრს არაფერს ნიშნავს, თუმცა პირველი თაობის Pixel-მა დაამტკიცა, რომ ყველაზე მაღალი ქულის მიუხედავად ის მართლაც საუკეთესო კამერა იყო სხვებთან შედარებით.

Pixel 2 გაყიდვაში 19 ოქტომბერს ჩაეშვება, თუმცა Google-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაყიდვაში ჩაშვებამდე გააზიარა თავისი Pixel 2-ით გადაღებული სურათები და ვიდეობი. მათი ნახვა Google Photos-შია შესაძლებელი სრული რეზოლუციითა და Exif ინფორმაციით.

სურათები მოიცავს ბევრ ლანდშაფტურ, მაკრო და დაბალი განათების ფოტოებს, რაც გვაძლევს იდეას თუ როგორ გამოიყურება სმარტფონით გადაღებული ფოტოები და ისინი (ფრთხილად, სპოილერია!) საოცრად გამოიყურება!

სურათების სანახავად დააჭირეთ წითელ ტექსტს.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი