Google Pixel 2 მომავლის სმარტფონის ნათელი მაგალითია

დაბრუნება ყველა პოსტი

Google Pixel 2 მომავლის სმარტფონის ნათელი მაგალითია


დასაწყისისთვის, უბრალოდ ერთს ვიტყვი: თუკი ჯერაც ეკრანის კანტები გიპყრობთ და სმარტფონში მხოლოდ უჩარჩოო დიზაინს ითხოვთ, თქვენი ყურადღება არასწორ გზაზეა.

რა საკვირველია, სმარტფონის მწარმოებლების უმრავლესობას სურს თქვენი ყურადღება მიიპყროს გვერდიდან-გვერდზე გადმოშლილმა ეკრანებმა, რათა გაგიჩინოთ “ეს აუცილებლად უნდა ვიყიდოს” შეგრძნება. მსგავსი ტიპის დიზაინი უდავოდ ახლად და ფუტურისტულად  გამოიყურება, რაც მთავარია სხვებშიც იპრყობს ყურადღებას, რომ თქვენ ნამდვილად ახალი ტელეფონი გაქვთ, თუმცა აღნიშნული გაჯეტი ხომ შიგნიდანაც უნდა იგრძნობოდეს ახალი, არ მეთანხმებით?

აპარატურის (გარე დიზაინის) გაყიდვა მარტივი სულაც არ არის, განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში, როდესაც ნებისმიერი საფასო კატეგორიის სმარტფონი გვთავაზობს ზუსტად იმავე ფუნქციონალს. მოდით ვაღიაროთ, რომ Facebook-ის საათობით დათვალიერება, Instagram-ზე სურათების დაგულება და Twitter-ში სიახლეების გაგების გამოცდილება $199 და $999-იან სმარტფონზეც ანალოგიურია, განსხვავება ზედმეტად მცირედი, ძირითადად სისწრაფეშია. აღარაა ის დრო, როდესაც უმრავლესობას ჩვეულებრივი ტელეფონი გვეჭირა, ხოლო სმარტფონების ახალი ტალღა გვიმტკიცებდა, რომ საგრძნობლად მეტის გაკეთება შეუძლია ვიდრე მხოლოდ ღილაკებზე “წკაპუნი”. აქვე მახსენდება Apple-ის 2009 წლის სარეკლამო რგოლი ,რომელიც გვანახებს თუ რაში მდგომარეობს სმარტფონის სიძლიერე, რომ მასზე აბსოლუტურად ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ, რაც ჩვენს ღილაკებიან ტელეფონზე პრაქტიკულად შეუძლებელია.

სწორედ იმის გამო, რომ დღესდღეობით ყველა ტელეფონს იგივე ფუნქციონალი აქვს, მწარმოებლებს უწევთ სმარტფონების სამომავლო თაობებში ვიზუალური ცვლილებების შეტანა და ამ ყველაფრის ასახვა მარკეტინგულ მასალაში, რათა ხალხს საფულის გახსნა მოუნდეს. ამიტომაცაა, რომ ბოლო პერიოდის აკვიატება იყო თუ ვის უფრო თხელი სმარტფონი, მაქსიმალური მეგაპიქსელის რიცხვი, ბირთვების რაოდენობა ან ეკრანის გაფართოება ჰქონდა.

ამჟამინდელი უჩარჩოობის აკვიატებაც არაა განსხვავებული ზემოთ ჩამოთვლილისგან. ეს არის ტრენდი, რომლის მიზანი არის მეტი სმარტფონის გაყიდვა და არა მომხმარებლისთვის პრაქტიკული სარგებელის მიწოდება. უჩარჩოო დიზაინი უდავოდ განასხვავებს პროდუქტს თავისი წინამორბედისგან, რათა მიიპყროს თქვენი თვალი, თუმცა მსგავსი ეკრანი ვერანაირად ვერ გააძლიერებს, გაამარტვივებს თქვენ ცხოვრებას მრავალმნიშვნელოვნად და ბენეფიციური არ იქნება.

იცით რა გააუმჯობესებს? პროგრამული უზრუნველყოფა (ინგ: Software). სწორედ პროგრამული უზრუნველყოფა არის ის ერთადერთი რამ, რაც თანამედროვე სმარტფონში არის კრიტიკული და ყველაზე მნიშვნელოვანი.

“კითხვაც არაა საჭირო, პროგრამული უზრუნველყოფა არის ის ერთადერთი ფაქტორი, რაც Pixel-ის კამერას განსაკუთრებულს ხდის. იგივე შეიძლება ითქვას მთლიან ტელეფონზეც”

ბოლო წლებში ამ თემის გარშემო დელიკატური ცეკვის შემდეგ Google-მა საყოველთაოდ აღიარა, რომ ინდუსტრიის რეალობა სრულიად აიგნორებს პროგრამული უზრუნველყოფით მიღებულ გამოცდილებას და ეს აღიარება Pixel 2-ის წარდგენის ღონისძიების პირველ წუთებშივე იქნა ნათქვამი. 

“მთავარ ფუნქციონალზე აქცენტი ახლა მაგიდის ფსონები გახდა” – ამბობს Google-ის აპარატურული უფროსი ვიცე პრეზიდენტი Rick Osterloh. “უფრო და უფრო ძნელი იქნება მწარმოებლებისთვის საინტერესო პროდუქტის შექმნა ყოველ წელს, რადგან თუნდაც აპარატურულ განყოფილებაში დიდი ნაბიჯებისთვის ადგილი საერთოდ აღარაა, სწორედ რის გამოც ჩვენ სრულიად განსხვავებულ გეზს ვუმიზნებთ ჩვენი პროდუქციით.”

გეცნობათ თუ არა აღნიშნული სენტიმენტები? წესით, უნდა გეცნოთ, რადგანაც ტელეფონები ბოლო პერიოდში გახდა სისხლძარღვები ჩვენს მობილური თავგადასავლებში. სმარტფონი სინამდვილეში არის სტრუქტურა, ბუდე, რომელიც უნდა იტევდეს მნიშვნელოვან პროგრამულ უზრუნველყოფას, ეკოსისტემას და მთლიანობაში მომხმარებლის გამოცდილებას. სწორედ ამ კომპლექსური ფაზლის ეს მცირე ნაწილაკები ზემოქმედებს ჩვენზე ყველაზე მრავალმნიშვნელოვნად დღითი დღე რეჟიმში.

“ტელეფონის ნაკლებად შესამჩნევი ასპეკტია სწორედ ის, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვანი ხდება გრძელ ვადებში”

სერიოზულად, დაფიქრდით ამაზე. პროგრამული უზრუნველყოფა არის ის, რაც Pixel-ის კამერას გამორჩეულს ხდის. როდესაც სხვები აქცენტს ახდენდნენ კამერის ტექნიკური მონაცემების გაუმჯობესებაზე: დიაფრაგმის გაზრდა, მეგაპიქსელების მომატება, ლინზების გაუმჯობესება და კომპაქტურ ფორმ-ფაქტურაში არარეალური ზომების ნაწილების ჩატევა (რამაც გამოწეული კამერები გამოიწვია), Google-მა თავის სმარტფონში აქცენტი პროგრამულ უზრუნველყოფაზე გააკეთა და ჭკვიანური ალგორითმების, გამოთვლითი ფოტოგრაფიით და მანქანური სწავლების ხარჯზე შექმნა საუკეთესო კამერა. წელს, უახლეს Pixel 2-ში კი ერთი კამერით შეძლო იმ ყველაფრის გაკეთება, რისთვისაც სხვებს მეორე კამერის სენსორის დამატება უწევს, თუნდაც დღისით, ღამით გაცილებით უკეთესი გადაღება და პორტრეტული რეჟიმი.

უფრო განიერი მასშტაბით რომ ვიმსჯელოთ, პროგრამული უზრუნველყოფა არის ის ფაქტორი, რაც სმარტფონის გამოყენებას სასიამოვნოს ხდის – ან არა. Android მწარმოებლების უმრავლესობა ძირითადად ყველაფერს ცვლის, დაწყებული აპლიკაციის ხატულიდან, გაგრძელებული მთლიანი სამომხმარებლო ინტერფეისით, რაც თავიდან ბოლომდე ცვლის მომხმარებლის დამოკიდებულებას სმარტფონთან. ესთეტიკურ მხარეს რომ დავანებოთ თავი, ჩნდება უწესრიგობა და არეულობა. იმის გამო, რომ Google-ის არსებულ შემოთავაზებებთან ერთად მწარმოებელი ამავე სერვისის თავის ანალოგს გვთავაზობს, გაორმაგებულია გალერეის, ინტერნეტის, ღრუბლოვანი სერვისის, მუსიკალური სერვისის, კალენდრის და სხვა აპლიკაციები, რაც მომხმარებელს აბნევს და მას ერთი სერვისიდან მეორეში უწევს გადასვლა-გადმოსვლა, რაც დამეთანხმებით, არაკომფორტულია. 

ამასთან ერთად – განახლებები და უსაფრთხოების მხარდაჭერა, რაც Android მწარმოებლების უდიდესი ტკივილია. არავისთვისაა საიდუმლო, რომ მწარმოებლების უმრავლესობა ძალიან მიზერულ და საზარელ ვადებს გვთავაზობს განახლებების. ხშირ შემთხვევაში თვეები უნდა ვუცადოთ, რომ ჩვენი მოწყობილობა უახლეს Android-სა და უსაფრთხოების ვერსიაზე განახლდეს, მაშინ როდესაც Google-ი თავის სმარტფონებს მინიმუმ სამ წლიან ვადებს გვთავაზობს, უსაფრთხოების დაცვაზე კი დამატებით 2 წელი. 

Android სმარტფონების ყველაზე გავრცელებული უკმაყოფილება შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას. 

მარტივად და გასაგებად, პროგრამული უზრუნველყოფა არის თქვენი სმარტფონთან ინტერაქტივის უმთავრესი გზა, რის გარეშეც ხელში მხოლოდ და მხოლოდ აგურის ფორმის ნივთი გვეჭირებოდა. ეს არის ჩვენი სმარტფონის ის ნაწილი, რომელსაც აქვს პოტენციალი განიცადოს ევოლუცი, განახლდეს და ახლად გაგრძნობინოთ თქვენი მოწყობილობა, რადგანაც სმარტფონის შიგნით მდებარე აპარატურა (პროცესორი, ეკრანი და ა.შ) მაგიურად არ განახლდება. 

ამრიგად, იფიქრეთ თქვენს ტელეფონზე 12,24 ან 36 თვის პერიოდის გადმოსახედიდან და შეეკითხეთ თქვენს თავს: 

გსურთ ლამაზი დიზაინის მქონე ტელეფონი, რომელიც ერთი წლის შემდეგ, მომდევნო მოდელის გამოშვების შემდეგ გახდება მოძველებული, მიტოვებული და იგნორირებული, თუ გინდათ პრაგმატული მოწყობილობა, რომელიც მოგცემთ საშუალებას გქონდეთ ოპტიმალური და ყოველთვის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა შემდეგი სამი წლის განმავლობაში? 

ჩვენ აღარ ვართ 2010 წელში. ეს 2017 წელია, როდესაც სმარტფონი აღარ ითვლება ფუფუნების ნივთად, არამედ მისი მთავარი ღირსება გრძელვადიანი პრაქტიკულობაა. უდავოა, რომ Android-ის მთავარი სილამაზე არის მოწყობილობების დივერსიულობა და არჩევანის შესაძლებლობა.

მომხმარებლების უმრავლესობისთვის, Google-ის Pixel-ი არის გამოკვეთილი ისეთ არეებში, რომლებიც ძალიან მალე ყველაზე მნიშვნელოვანი და პრაქტიკულად გავლენიანი იქნება. ჩემნაირი ადამიანისთვის, ვინც ხალხს სმარტფონის შეძენის რეკომენდაციას აძლევს, არის სრულიად შესაბამისი რომ ვიხილო Pixel, როგორც დე-ფაქტო “საუკეთესოდ დაბალანსებული მოწყობილობა”, სტანდარტი ნებისმიერი ადამიანისთვის, “Android-ის iPhone-ი” სხვაგვარად რომ ვთქვათ.

Google-ის მთავარი დირექტორი Sundar Pichai ამბობს, რომ მურის კანონი აღარაა ძალაში, შემდეგი ათწლეულის განვითარება და უდიდესი ნახტომი კი აპარატურის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ხელოვნური ინტელექტის ერთობლივ კომბინაციაში მდგომარეობს (Hardware + Software + AI), ამ ყველაფრის ნათელი მაგალითი კი – Pixel 2-ია. 

 


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი