Nokia 9-ის პირველი რენდერები OnLeaks-ისგან

დაბრუნება ყველა პოსტი

Nokia 9-ის პირველი რენდერები OnLeaks-ისგან


თუკი ჯერ კიდევ გამოქვაბულში ხართ, Nokia ისევ აწარმოებს ტელეფონებს, თუმცა ამჯერად Android საოპერაციე სისტემაზე. წლის დასაწყისში ვიხილეთ კომპანიის ბიუჯეტური კლასის სამი წარმომადგენელი – Nokia 6, 5 და 3, რომლებმაც ბევრი მომხმარებლის გული დაიპყრეს უკვე, რადგანაც კომპანია გვთავაზობს ყველასთვის ნაცნობ ფინურ ხარისხსა და Google-ის სუფთა Android-ს.

ფლაგმანურ ბაზარზე მათ არც თუ ისე დიდი ხნის წინ Nokia 8 გამოუშვეს ტოპული მონაცემებით, თუმცა, როგორც ჩანს ფინელები ამით არ ჩერდებიან და პრემიალურზე ერთი ნაბიჯით ზემოთ მდგომი სმარტფონის გამოშვება სურთ. ეს იქნება Nokia 9.

თუკი სმარტფონების გაჟონვებს აკვირდებით, დიდი ალბათობით გეცოდინებათ OnLeaks, რომელიც 99% ალბათობით არასოდეს ცდება თუ როგორი იქნება ესა თუ ის სმარტფონი.

რენდერებიდან თვალსაჩინოა, რომ Nokia 9-ს ტრენდული “უჩარჩოო” ეკრანი აქვა გადმოკეცილი გვერდებით Samsung-ის “უსაზღვრო ეკრანის” სტილში.

სმარტფონს დიდი ალბათობით 5.5 ინჩიანი Amoled ეკრანი ექნება 2K რეზოლუციით და უჩარჩოო ეკრანით, რომლის წინ არ იქნება განთავსებული ღილაკები, რომლებიც ამჟამად კომპანიის ყველა სმარტფონზეა, Home თითის ანაბეჭდთან ერთად. Nokia 9-ზე ის უკანაა მონთავსებული, ყველასათვის კომფორტულ ადგილას, შუაში. უკან განთავსებულია ორმაგი კამერა, რომელიც ძალიან მცირედითაა გამოწეული. მიუხედავად იმისა, რომ რენდერზე ჩანს, რომ ის დიდი მანძილითაა გამოწეული, OnLeaks-ი გვარწმუნებს, რომ ეს რენდერის შეცდომაა და სინამდვილეში ის საკმაოდ მცირე იქნება.

ქვემოთა მხარეს რა საკვირველია USB Type-C პორტია განთავსებული მიკროფონთან და დინამიკთან ერთად. წინა მხარეს წაგრძელებული დინამიკია, ამრიგად შესაძლებელია ვიხილოთ სტერეო სახის დინამიკები, თუმცა არა რეალური სტერეო, როგორც Pixel 2-ზეა, არამედ იმიტირებული სტერეო დინამიკები, საიდანაც ერთი წინა მხარეს, მეორე კი ქვემოთაა. (ისევე, როგორც iPhone 7, 8, X, HTC U11-ზეა ეს რეალიზებული)

აღსანიშნავია ის, რომ სმარტფონს არ აქვს ყურსასმენების 3.5მმ შესაერთებელი, თუმცა ეს გასაკვირიც არაა, თითქმის ყველა ამბობს მასზე უარს დღესდღეობით.

სმარტფონის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის MWC (Mobile World Congress-ზე), რომელიც ზოგადად თებერვალში გაიმართება ხოლმე, თუმცა ეს ყველაფერი ბევრ კითხვას იჩენს, მაგალითად თუ რა საბაზრო კატეგორიას ეკუთვნის Nokia 8, რადგან შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სმარტფონს ფლაგმანის ფასი – $749 აქვს, რაც დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ 9 კიდევ უფრო ძვირი იქნება და Galaxy Note8, iPhone X, Pixel 2 XL კატეგორიაში ჩაჯდება.

თქვენ როგორ ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი