Google Assistant-ი ჰელოუინისთვის ემზადება

დაბრუნება Posts

Google Assistant-ი ჰელოუინისთვის ემზადება


არავისთვისაა საიდუმლო, რომ Google-ს ძალიან, თანაც ძალიან უყვარს საიდუმლო ფუნქციები, რომლებსაც მომხმარებლები აღმოაჩენენ.

ჰელოუინი თითქმის მოგვადგა კარს, დღეს კი Google-მა თავის ინტელექტუალურ ასისტენტს რამოდენიმე საინტერესო, სახალისო და ამავდროულად ჰელოუინისთვის დამახასიათებლად საშიში (ხუმრობით საშიში, რა თქმა უნდა) ბრძანება შემატა.

ესენია:

  • “Ok Google, what should I be for Halloween?”  (თარგმ: რად გამოვეწყო ჰელოუინისთვის?) ასისტენტი გვეტყვის, რომ ის ამ საქმეში ექსპერტია და სიხარულით დაგვეხმარება. შერჩევისთვის დაგვისვამს რამოდენიმე შეკითხვას, რის შემდეგადაც გვეტყვის ჩვენი გემოვნების მიხედვით, თუ რა უნდა ვიყოთ. (მე პირადად მითხრა, რომ ვამპირი უნდა ვიყო 🙂 )
  • “Ok Google, scare me” (თარგმ: შემაშინე!) გადააქცევს ასისტენტს მთხრობელად, რომელიც საშიშ ისტორიას მოგვიყვება (საშიში კიდევ ერთხელ, კარგი კონტექსტით, რადგან უფრო სასაცილო და საყვარელ ისტორიებს ყვება)
  • “Ok Google, let’s get spooky” (თარგმ: მოდი, ვიავბედოთ!) აღნიშნული ბრძანება ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით თუკი გაქვთ Chromecast-ით აღჭურვილი ჭკვიანი ტელევიზორი და ჭკვიანი ნათურები, ბრძანების თქმისას ტელეფონზე და Google Home ჭკვიან დინამიკებში ირთვება საზარელი ჰელოუინის მუსიკა, ირთვება ტელევიზორი ჰელოუინის ვიდეოთი (ტელევიზორები, თუკი ბევრი გაქვთ – ყველა ირთვება), ხოლო ჭკვიანი ნათურები ციმციმს იწყებენ და ხასხასა წითელ, იასამნისფერ ფერს იღებენ.

დამეთანხმებით ალბათ, ძალიან საინტერესო და “საყვარელი” ფუნქციონალია. რა თქმა უნდა მეტი ბრძანებაა, Google-ი დიდი ალბათობით მეტს შესთავაზებდა მომხმარებელს, თუმცა ჯერ-ჯერობით მეტი არ აღმოგვიჩენია ჯერ. თუკი რამეს აღმოაჩენთ, აუცილებლად შეგვატყობინეთ კომენტარებში!

 


გააზიარე

დაბრუნება Posts