ვერასოდეს გამოიცნობთ რა ჯდება iPhone X-ის ეკრანის შეკეთება

დაბრუნება Posts

ვერასოდეს გამოიცნობთ რა ჯდება iPhone X-ის ეკრანის შეკეთება


გუშინ, 27 ოქტომბერს, Apple-მა წინასწარი შეკვეთები დაიწყო თავის “მომავლის სმარტფონზე” – iPhone X-ზე, რომლის პირველი პარტია რამოდენიმე წამში გაიყიდა.

ამასთან ერთად, საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია, თუ რა დაჯდება სმარტფონის შეკეთება, იმ შემთხვევაში თუკი რაიმე დაზიანდა. რა საკვირველია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სმარტფონის შემთხვევაში, ეკრანი iPhone X-ის ყველაზე ძვირად ღირებული კომპონენტია. ეს არის 5.8 ინჩიანი Super Retina OLED უჩარჩოო ეკრანი 2436х1125 რეზოლუციით, რომლის დაზიანების შემთხვევაში თქვენ უნდა გადაიხადოთ … (მოემზადეთ) … $279! 

დიახ, სწორად კითხულობთ – $279! ფასი, რომლითაც საკმაოდ სოლიდური Android სმარტფონიც კი მოგვივა! 😀 ეს ჯერ კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, თუ რამდენის გადახდა მოგიწევთ, თუკი ეკრანის გარდა სხვა რამეც დაზიანდა, თუნდაც შუშის უკანა პანელი. რემონტის ფასი ამ შემთხვევაში $549 იქნება, რაც ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია სმარტფონის რემონტის. ამ ფასად კი ფლაგმანიც კი მოგვივა, თუნდაც გასული წლის iPhone 7 ან Pixel!

iPhone X-ის გაკეთების ყველაზე იაფი გამოსავალი არის სმარტფონთან ერთად AppleCare+ სერვისის ყიდვაც, რაც სმარტფონის ფასს ($999-დან) ამატებს $199-ს, თუმცა სამაგიეროდ ეკრანის შეკეთება ამ შემთხვევაში $29, ხოლო ეკრანთან ერთად სხვა რამის შეკეთება – $99 დაჯდება.

ძალიან გვაინტერესებს თქვენი აზრი ამ ყველაფრის შესახებ, ამრიგად გელოდებით კომენტარის ველში!

 


გააზიარე

დაბრუნება Posts