Mini და Max – Google Home-ის ოჯახის ახალი წევრები

დაბრუნება ყველა პოსტი

Mini და Max – Google Home-ის ოჯახის ახალი წევრები


Google-ის “Made By Google” ღონისძიებაზე კომპანიამ თავისი სახლის პროდუქტების ეკოსისტემას ორი ახალი ოჯახის წევრი შემატა – Google Home Mini და Google Home Max.

Google Home Mini

დიდი ალბათობით ყველას გახსოვთ Google Home, გასული წლის სახლის ჭკვიანი დინამიკი, რომელიც აღჭურვილი იყო კომპანიის დამხმარე ასისტენტით – Google Assistant. მოწყობილობა ხდებოდა ერთგვარი ჭკვიანი სახლის ჰაბი, რომელთანაც მომხმარებელი აკავშირებდა სხვადასხვა ჭკვიან მოწყობილობებს, თუნდაც ტელევიზორი, ნათურები, თერმოსტატი, სამზარეულო ტექნიკა და ა.შ, ხოლო Assistant-ის მეშვეობით შესაძლებელია ამ ყველაფრის მართვა მარტივად, მხოლოდ და მხოლოდ ხმოვანი ბრძანებების გამოყენებით.

Google Home ისედაც ხელმისაწვდომი იყო და სულ რაღაც $129 ღირდა, თუმცა Google-მა ეს ხმოვანი სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა Google Home Mini-ს საშუალებით, რომელიც სულ რაღაც $49 ღირს. დიზაინის მხრივ კომპანია Mini-ს ამგვანებს დონატს, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ეს, თუმცა ზომებით მოწყობილობა მართლაც ტკბილ და ყველასთვის საყვარელ დონატს გავს. ერთობ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Google Home Mini-ს კომპანია გაყიდის Google-ის სპეციალურ სადონატე მაღაზიებში ყავასთან ერთად!

დიზაინის მხრივ ის დამზადებულია პლასტმასისგან და ნაჭრისგან, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ სახლის ინტერიერს ის იდეალურად შეერწყმება. ფუნქციონალობით ეს იგივე Home მოწყობილობაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენი სახლი ვმართოთ ხმოვნად.

Google Home Max

მეორე მხრივ, Google Home Max-იც იმავე ფუნქციონალს გვთავაზობს, თუმცა ეს ყველაფერი დიდ შეკვრაში და ხმოვან სისტემაზე დიდი აქცენტით. ნაჭრის ფილტრის უკან მოწყობილობას ორი 4.5 ინჩიანი დინამიკი აქვს, რომელიც ძალიან ხმამაღალია და Google-ის ცნობით, ის 20-ჯერ უფრო ძლიერია ხმით ვიდრე ჩვეულებრივი Google Home.

Max არის Google-ის პირველი დინამიკი, რომელშიც ჩაშენებულია ჭკვიანი ხმის ალგორითმები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ ხმა ნებისმიერ ინტერიერს მოვარგოთ. ეს ყველაფერი მუშაობს გამოთვლითი ალგორითმებითა და მანქანური სწავლებით, რის საშუალებითაც Max ხმის ტალღებს ისვრის, შემდეგ კი მათ უსმენს, რათა საუკეთესო ხმის გამოცდილება უზრუნველყოს.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი