ARCore – დამატებითი რეალობა Google-ისგან, მალე, მილიონობით Android მოწყობილობაზე!

დაბრუნება ყველა პოსტი

ARCore – დამატებითი რეალობა Google-ისგან, მალე, მილიონობით Android მოწყობილობაზე!


ალბათ ბევრმა იცით და მიჰყვებით Google-ის დამატებული რეალობის (AR) თავგადასავლებს, რომელსაც Project Tango ჰქვია.

ეს არის მოწყობილობების სერია, რომელთაც ტრადიციული კამერების ნაცვლად აქვთ მაქსიმუმ 2 ან 3 კამერა, რომლის დახმარებით მოწყობილობას შეუძლია აღიქვას გარე სამყარო, მისი დეტალები, ზომები და ჩვენივე რეალობაში კამერის დახმარებით განათავსოს სხვადასხვა ობიექტები, მათ შორის ზუსტად გაზომოს სახაზავების და საზომი ინსტრუმენტების გარეშე, თუ რამხელა არის ობიექტი ან მანძილი A წერტილიდან B-მდე.

ამჟამად Project Tango-ს სულ რაღაც ორი სამომხმარებლო მოწყობილობაა გამოშვებული: Lenovo Phab 2 Pro და Asus Zenfone AR. ორივე სმარტფონი სქელია და უკანა მხარეს არა-ტრადიციული დიზაინის კამერები გააჩნიათ სხვადასხვა სენსორებით (იხ. სურათი ზემოთ), თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ეს სმარტფონები მწარმოებლების მიერ პროგრამულად მხარდაჭერილი არ არის, რადგან მათ პრაქტიკულად არავინ ყიდულობს.

დამატებითი რეალობის დარგში Apple-მა WWDC 2017-ზე მსოფლიოს უჩვენა, თუ როგორაა შესაძლებელი AR-ის ჩაშენება iPhone-ში, ARKit-ის დახმარებით. ჩვეულებრივ სმარტფონში არაფრით განსაკუთრებული კამერით, რომელსაც არც დამატებითი სენსორები და გაუარესებული დიზაინი სჭირდება.

როგორც ჩანს, Google-ი მიხვდა, რომ დამატებით რეალობას დიდი მომავალი აქვს, Apple-ის ამოცანის გადაჭრის მეთოდი კი ნაბიჯი იყო, იმისა, რომ Google-ს დამატებითი რეალობა არა მხოლოდ Tango-ს მომხმარებლებისთვის, არამედ 2 მილიარდი Android მოწყობილობებისათვის გახდომოდა შესაძლებრლი. ზუსტად ამიტომაც კომპანიამ დღეს გამოუშვა ARCore – პასუხი Apple-ის ARKit-ს!

ARCore არის დამატებითი რეალობის SDK, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, არ მოითხოვს სპეციალურ 3D კამერებსა და გარე სამყაროს აღქმელ სენსორებს, არამედ ის ნებისმიერ სმარტფონზეა ხელმისაწვდომი.

SDK მუშაობს Java/OpenGL პლატფორმაზე, ასევე Unity და Unreal Engine-ზე, რისი საშუალებითაც სამი მთავარი იდეა ფიქსირდება: მოძრაობის შესწავლა, გარე სამყაროსა და სინათლის შუქის აღქმა რეალურ დროში. ARCore-ს ესმის სმარტფონის ადგილმდებარეობის, ჰორიზონტალური სიბრტყის გაგება და სხვადასხვა ობიექტების ორიენტაციის გარკვევა. აღსანიშნავია, რომ Tango-ს არ შეეძლო სინათლის წყაროს აღქმა.

ARCore განსხვავდება Tango-სგან იმით, რომ მას შეუძლია სიღრმის ამოცნობა. ამისთვის Tango-ს მოწყობილობებს სპეციალური 3D სენსორები ჰქონდა, თუმცა ამას სამწუხაროდ არცერთი Tango-სთვის დაწერილი აპლიკაცია თუ თამაში არ იყენებდა. ARCore-ს Apple-ის ARKit-ისგან განსხვავებით შეუძლია დამატებითი რეალობა ბრტყელი ზედაპირის, ან უბრალოდ მაგიდის გასწვრივაც იმუშაოს. საერთოდ ნებისმიერ ზედაპირზე. ის იმუშავებს გარეთაც, GPS-ის ინფორმაციის მიღების ხარჯზე. Google-ი ასევე დეველოპერებს სთავაზობს SDK-ებს, რომლის წყალობით შესაძლებელი იქნება ARCore-ის ჩაშენება Web აპლიკაციასა და საიტებშიც, რათა დამატებითი რეალობის გამოყენება შეძლოს ნებისმიერმა ადამიანმა.

დღევანდელი დღიდან დაწყებული, ექსკლუზიურად მხოლოდ Pixel და Galaxy S8 სმარტფონებს შეუძლიათ გამოსცადონ ARCore-ის შესაძლებლობები და დემოები, თუმცა Google მჭიდროდ მუშაობს ისეთ სხვა მწარმოებლებთან, როგორიცაა Motorola, LG, Huawei, Asus, რათა მათ მოწყობილობებმა (Android 7.0+ და ზემოთ) შეძლონ იგივე ფუფუნებით დატკბნენ. 2017 წლის ბოლოსთვის, Google-ის მიზანია ARCore-ის მხარდაჭერა 100 მილიონზე მეტ მოწყობილობას მიანიჭოს. დიდი ალბათობით, მას შეზღუდვები ექნება, როგორიც Daydream-ს. საჭირო იქნება Amoled ტიპის ეკრანი, რადგან მხოლოდ ამ ტიპის პანელზეა შეხების დაგვიანება ყველაზე მცირე, ასევე მხოლოდ Qualcomm-ის Snapdragon 820 პროცესორი და ზემოთ.

ამავე დროს, შეგიძლიათ Google-ის სხვადასხვა დამატებითი რეალობის ექსპერიმენტები ნახოთ აქ.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი