Google Pixel 2 და Pixel 2 XL-ის ტექნიკური მახასიათებლები ცნობილი გახდა

დაბრუნება Posts

Google Pixel 2 და Pixel 2 XL-ის ტექნიკური მახასიათებლები ცნობილი გახდა


ზუსტად 1 კვირაა დარჩენილი Google-ის “Made By Google” ღონისძიებამდე, სადაც კომპანია თავის განახლებულ მოწყობილობებს, მათ შორის სმარტფონებსაც – Pixel 2 და Pixel 2 XL-ს წარადგენს. AndroidAuthority-ის ერთ-ერთმა წყარომ მოიპოვა დეტალური ინფორმაცია ახალი სმარტფონების ტექნიკური მახასიათებლების შესახსბ, რომლებზეც აქამდე ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი.

Pixel 2 XL-ის მახასიათებლები:

ორი სმარტფონიდან, დიდ მოდელს ექნება მოკეცილი (Samsung-ის ფლაგმანების მსგავსი) QHD ეკრანი ფერთა ფართო გამით, მისი პროცესორი კი Snapdragon 835 იქნება 64 ან 128GB შიდადა 4GB ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად. ჯერ-ჯერობით ზუსტად უცნობია, თუ რამხელა ეკრანი ექნება მას, თუმცა წყარო იუწყება, რომ ეკრანისა და კორპუსის შეფარდება წინა პანელზე იქნება 80-85%, რაც დაახლოებით Note8-ის მსგავსია.

სმარტფონს ექნება ორმაგი Stereo დინამიკები და არ ექნება 3.5 მილიმეტრინი ყურსასმენების შესაერთებელი ჯეკი, თუმცა Google-ი კომპლექტაციაში მოაყოლებს გადამყვანს, ზოგ რეგიონს კი Type-C ყურსასმენებიც ერგება ყუთიდანვე.

გასული წლის Pixel და Pixel XL-ს საუკეთესო კამერები ჰქონდათ არა მხოლოდ სტატისტიკის, არამედ სინამდვილეში გადაღების მიხედვითაც, Pixel 2 კი ამ ტრენდს გააგრძელებს. წყარო იუწყება, რომ Pixel 2 დ Pixel 2 XL-ს ექნება “Dual Pixel” კამერები ოპტიკურ სტაბილიზაციასთან და ეს შესაძლოა არა მხოლოდ უკანა კამერას ჰქონდეს, არამედ წინასაც.

ის ასევე იქნება აღჭურვილი Google-ის კამერისთვის განკუთვნილი პროცესორით, რაც უდავოდ დიდი სიახლეა.

Pixel 2 XL-ს 2017 წლის ფლაგმანის დამახასიათებელი ტექნიკური მახასიათებლები ექნება, თუმცა არის სიახლეებიც. წყარო ასევე იუწყება, რომ სმარტფონს E-Sim (ელექტრონული სიმ ბარათის) მხარდაჭერა ექნება, რის გამოც მას შეეძლება სხვადასხვა ქსელებთან დაკავშირება SIM-ის შეცვლის გარეშე, ისევე როგორც ეს ჭკვიან საათებშია რეალიზებული. სმარტფონს ასევე მეორე თაობის Pixel Imprint თითის ანაბეჭდის სწრაფი სენსორი, IP67 წყალგაუმტარობა და Gorilla Glass 5 ექნება. ბატარეას რაც შეეხება, ის 3,520 მილიამპერიანი იქნება, რაც ყველა სხვა წლევანდელ ფლაგმანებთან შედარებით ყველაზე დიდია მოცულობაში.

ის ასევე იქნება აღჭურვილი კუმშვაზე მგრძნობიარე Active Edge გვერდებით, რაც ნიშნავს იმას, რომ გვერდებზე მოჭერით მომხმარებელს შეეძლება Google Assistant-ის ჩართვა, ზარებზე პასუხი, მაღვიძარას გათიშვა და ა.შ.

Pixel 2-ის მახასიათებლები:

აღნიშნული სმარტფონი თითქმის იგივე იქნება ტექნიკური მახასიათებლებით, რაც მისი უფროსი ძმა, თუმცა დიზაინში რადიკალური ცვლილებები პირველ Pixel-თან შედარებით არ იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ იქნება დიდი ჩარჩოები, თუმცა მათ ახლა ფუნქცია მაინც შეემატათ და Stereo დინამიკები ექნებათ.

ეკრანი QHD-ის ნაცვლად FHD არის 5 ინჩიან ეკრანზე. ამის გამო, ბატარეა 2,700 მილიამპერიანი იქნება, შედარებით Pixel 2 XL-ის 3,520 მილიამპერთან.

წყარო იუწყება, რომ Pixel 2 სმარტფონების შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს Google Drive-ზე 2023 წლამდე ულიმიტო მეხსიერება ექნება, რის შედეგადაც შეგვეძლება ავტვირთოთ ნებისმიერი ტიპის ფაილი, არა მხოლოდ ფოტოები.

Pixel 2 და Pixel 2-ის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ერთ კვირაში გავიგებთ, Google-ის 4 ოქტომბრის ღონისძიებაზე, რომელიც თბილისის დროით 20:00-ზე გაიმართება. თვალი ადევნეთ ჩვენ ჯგუფსა და გვერდს, რათა არცერთი სიახლე არ გამოტოვოთ.


გააზიარე

დაბრუნება Posts