Instagram-ის ვებგვერდ ვერსია კიდევ უფრო მოსახერხებელია

დაბრუნება Posts

Instagram-ის ვებგვერდ ვერსია კიდევ უფრო მოსახერხებელია


Instagram ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი სოციალური ქსელია, რომელსაც ყოველდღე ვიყენებთ სახალისო პოსტების გასაზიარებლად ან სახალისო ვიდეოების სანახავად რომელსაც ჩვენი დღის ნახევარი მიაქვს. სამწუხაროდ სამსახურების უმრავლესობაში, თანამშრომლებს არ აქვთ სმარტფონის გამოყენების უფლება და მხოლოდ საოფისე კომპიუტერით სარგებლობა შეუძლიათ. დამეთანხმებით Instagram-ის ვებსაიტი ძალზედ მშრალი და უინფორმაციოა, მისგან სიამოვნების მიღება კი პრაქტიკულად შეუძლებელია. საბედნიეროდ, უკვე დღეიდან შეგვიძლია გამოვიყენოთ Instagram-ის ვებ გვერდი, მსგავსად ჩვენს სმარტფონებში არსებული აპლიკაციისა, იმდენად ახლოსაა სოციალური ქსელის ვებ ვერსია აპლიკაციასთან რომ ჩვენ უკვე ე.წ დღის ამსახველი ქრონიკის ნახვაც კი შეგვიძლია.სამწუხაროდ, დღის ქრონიკების განთავსება კომპიუტერით არაა შესაძლებელი, მაგრამ დეველოპერები ამის გამოსასწორებასაც გვპირდებიან და სულ რამოდენიმე თვეში მსგავსი ფუნქციონალიზმითაც აღიჭურვება სოციალური ქსელის გიგანტ Instagram-ის ვებგვერდი. სცადეთ თქვენც და შთაბეჭდილებები ჩვენს Facebook გვერდძე გაგვიზიარეთ.


გააზიარე

დაბრუნება Posts