რა სიახლეებს უნდა ველოდოთ MWC ღონისძიებაზე Sony-ს ახალი ფლაგმანური სმარტფონისგან?: ფოტო რენდერი SRender-ისგან!

დაბრუნება ყველა პოსტი

რა სიახლეებს უნდა ველოდოთ MWC ღონისძიებაზე Sony-ს ახალი ფლაგმანური სმარტფონისგან?: ფოტო რენდერი SRender-ისგან!


ალბათ ყველას კარგად გახსოვთ Sony-ს ფლაგმანური სმარტფონებიდან პირველი თაობის “Xperia Z”, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ “ANDROID” სმარტფონად ითვლებოდა და ის “Omni-Balance” დიზაინით იყო წარმოდგენილი, რაც დღესაც გვხდება Sony-ს X, XA და XZ სერიის სმარტფონებში.

Sony-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ “X” სერია არის ბოლო, სადაც გამოყენებულია “Omni-Balance” დიზაინი. 2018 წლის MWC ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სრულიად ახალი დიზაინი, ახალი ფორმებით და უჩარჩოო ეკრანით! მიუხედავად იმისა, რომ 18:9 ფორმატის ეკრანი ტრენდად იქცა და ახალ ფლაგმანურ სმარტფონებში ძირითადათ მსგავსი ტიპის ეკრანები გვხდება, ჯერჯერობით უცნობია რას გადაწყვეტს Sony, რადგან ის უპირატესობას ანიჭებს 16:9 და 21:9 ფორმატის ეკრანებს. თუმცა GFXbench-ის ტესტებში ნაჩვენებია, რომ ახალ ფლაგმანურ სმარტფონს 18:9 ფორმატის 5.8 დიუმიანი ეკრანი აქვს 4K+ რეზოლუციით, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მოდელი Z5 Pemium-ის და XZ Premium-ის გაგრძელებაა, მაგრამ ახალ ფლაგმანში არც “X” სერიას შევხდებით და არც “Z” სერიას, რადგან ახალ დიზაინთან ერთა წარმოდგენილი იქნება ახალი მარკეტინგული სახელებიც, რაც მის დიზაინს და კატეგორიას გაუსვამს ხაზს, ასევე აღარ იქნება ანბანური დასახელებები.

ინსადერების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით 4K+ რეზოლუციის ეკრანთან ერთად მას ასევე ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი ექნება.

სპეციალურად Review.ge-სთვის SRender-მა დაამზადა ფოტო რენდერები, სადაც ნაჩვენებია Sony-ს მომავალი ფლაგმანური სმარტფონის დიზაინი მაქსიმალური სიზუსტით, რომელიც აგებულია ინსაიდერებზე დაყრდნობით. 🙂


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი