Google Pixel 2-ის უახლესი რენდერები PhoneArena-სგან

დაბრუნება ყველა პოსტი

Google Pixel 2-ის უახლესი რენდერები PhoneArena-სგან


გასულ კვირას ვიხილეთ Google Pixel 2-ის ძალიან ბევრი გაჟონილი ინფორმაცია, რომელთა შორის ძირითადად ბევრი დაბალი რეზოლუციის და საშინელი ხარისხის სურათები იყო. დღესდღეობით ტექნოლოგიურ სამყაროში ვართ შეჩვეულები, რომ ჯერ არ-გამოსული სმარტფონების გაჟონილ ინფორმაციას ვინმეს მიერ გადაღებული სურათების სახით ვხედავთ, თუმცა კარგი იქნებოდა უფრო სუფთა, ლამაზი და დეტალური გამოსახულება გვქონდეს იმ სმარტფონის, რომელსაც სულ მოუთმენლად ველით.

დღეს, ზუსტადაც PhoneArena-მ გამოაქვეყნა ძალიან კარგი ხარისხის, Google-ის უახლესი სმარტფონის – Pixel 2-ის რენდერები და ეს ყველაზე აკურატული სურათია იმათგან, რაც აქამდე გვაქვს ნანახი.

რენდერები შექმნილია CAD პროექტებისა და გაჟონილი ფოტოების მიხედვით და განსხვავებით სხვა სურათებისა, ამ რენდერებში შეგვიძლია ვიხილოთ სმარტფონის გვერდებიც კი.

მართალია ჯერ-ჯერობით 100%-ით ყველა დეტალი არაა დაზუსტებული, მაგალითად თუ სად ექნება სმარტფონს ანტენის ხაზები, თუმცა ეს რენდერები დეტალურად გვანახებს თუ რას უნდა ველოდოთ Google-ისგან წელს.

აღსანიშნავია, რომ რენდერებზე ნაჩვენებია Google-ის Pixel 2 (და არა Pixel 2 XL), რომელიც დიზაინით დიდი ცვლილებებით არ იქნება გამორჩეული პირველი თაობის Pixel-ისგან. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2017 წლის ახალი Pixel 2 დიზაინით იგივე იქნება, რაც პირველი თაობის Pixel-ი, შეცვლილი მხოლოდ Pixel 2XL იქნება. მართალია Pixel 2-ს უჩარჩო ეკრანი არ აქვს, თუმცა დიზაინში ცვლილება ნამდვილად არის.

ჯერ-ჯერობით არანაირი ინფორმაცია არაა, თუ რა ფერებში იქნება Google Pixel 2 ხელმისაწვდომი. რენდერებში და გაჟონილ ფოტოებში ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შავი ფერი გვაქვს ნანახი, თუმცა დიდი ალბათობით “ძალიან ნაცრისფერი” და “ნაღდად ლურჯი” ფერი დაბრუნდება 2017 წელს, რადგან გასული წლის Pixel-ში ძალიან კარგი გამოხმაურება და მომხმარებლის კმაყოფილება გამოიწვია. დაამატებს თუ არა Google-ი ახალ ფერს თავის სმარტფონთა ხაზში? არავინ იცის, თუმცა ერთი ფერი, რომელიც ძალიან ცხელია წელს, არის წითელი.

“ნაღდად ლურჯი” ფერი ძალიან ლამაზი და გამორჩეული იყო გასული წლის სმარტფონში, ვიმედოვნებთ ის დაბრუნდება Pixel 2-შიც, თუმცა ფერთა პალიტრას PhoneArena-ს აზრით შესაძლოა წითელი ფერიც შეემატოს, თუმცა როგორი წითელი იქნება ის, წითელი უკან და თეთრი წინ ან შავი წინა და წითელი უკანა, ჯერ-ჯერობით უცნობია, ამიტომაც საიტი ორივე რენდერს გვთავაზობს.

Apple-ის iPhone 7, რომელმაც გაზაფხულს წითელი ფერით შეეგება, ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა ერთ-ერთი უდიდესი უკმაყოფილება მომხმარებლებისგან იყო ის, რომ სმარტფონის წინა ნაწილი თეთრი იყო და არ უხდებოდა წითელ უკანა მხარეს. ზუსტად ამიტომაც PhoneArena ასევე გვთავაზობს შავი წინა პანელიანი წითელი Pixel 2-ის რენდერს.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი