LG V30: რევოლუცია მობაილფოტოგრაფიაში

დაბრუნება ყველა პოსტი

LG V30: რევოლუცია მობაილფოტოგრაფიაში


ხშირად გაიგებთ საზოგადოებაში მოსაზრებას, Apple არის ინოვატორი სმარტფონის კამერების ბიზნესში, ან Samsung-ის წარმოების სმარტფონებს საუკეთესო კამერები აქვს, მაგრამ ყოველთვის ყველას ავიწყდება LG-ის ღვაწლი Android და არამარტო Android სმარტფონის კამერის განვითარებაში. რომ არა LG ოპტიკალური სტაბილიზაცია კვლავ ოცნებათ დარჩებოდა სმარტფონთათთვის, რომ არა LG ვერ გაახელდნენ სმარტფონები თვალებს ფართედ (LG G4 f1.8), ვერ მიიღებდნენ წვდომას კამერის სრულ შესაძლებლობებზე (LG V10 Photo/Video Pro Mode) და ერთ ადგილზე კიდევ დიდხანს გაიყინებოდნენ, მხოლოდ მეგაპიქსელების რიცხვის ზრდით დაკავდებოდნენ და მართლაც Apple გახდებოდა ყველაფრის ინოვატორი. 

კორეული ტექგიგანტი ახლაც არ წყვეტს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას საკუთარ სმარტფონში, და LG V30-ში ის ნამდვილად ამბიციური ნაბიჯის გადადგმას აპირებს.

როგორც მოგეხსენებათ, დიაფრაგმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპნენტია კამერისათვის. მისი სიდიდე განსაზღვრავს ცუდი განათების პირობებში ფოტოში არსებულ სინათლესა და სიკაშკაშეს, რაც პატარაა დიაფრაგმის მაჩვენებლი რიცხვი, მით უფრო დიდი მისი ფიზიკური განშლადობა. ამ ეტაპზე ყველაზე დიდი განშლადობის მქონე დიაფრაგმა Samsung Galaxy S8-ს აქვს, კერძოდ f 1.7.

სწორედ ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას ცდილობს LG, თავის ახალ ფლაგმან V30-ში, ისინი დიაფრაგმის f 1.6-მდე გაზრდას გეგმავენ, რაც 25%-ით მეტ სინათლეს შეუშვებს კამერის აღმქმელ სენსორამდე, რამდენად ამაღელვებლადაც ჟღერს ეს ფაქტი, იმდენადვე რთულია მისი განხორციელება, ვინაიდან ინჟინრებმა უნდა შეძლონ ამხელა განშლადობის დიაფრაგმისა და შესაბამისი სენსორის ზომის მოთავსება თხელ, სმარტფონისათვის დამახსიათებელ კორპუსში, ამ სიტუაციას ორმაგი კამერის არსებობაც ართულებს, რადგან ადგილი მეორე ფართო ხედვის კუთხის კამერისათვისაც უნდა დარჩეს. LG-ის განცხადებით ჩვეული კამერა 16MP იქნება, ხოლო ფართო კუთხის კამერა 13MP, რომელიც გაუმჯობესდება და ნაკლები ჩახვეული კადრები ექნება, განსხვავებით v20-ისგან.

ახალი კამერის სენსორები დაფარული იქნება, კომპანიის ინოვაციური და ერთობ თანამეროვე ტექნოლოგიით, სახელწოდებით: ” LG Crystal Clear Lens”, რომელიც 30%-ით მეტ ფერთა გამასა და 25%-ით მეტ სინათლეს აღიქვამს, რაც შედეგად ბერვად ნათელსა და ფერებით მდიდარ სურათს მოგვცემს. საბოლოო ჯამში LG V30 ის სმარტფონია, რომელსაც მობაილფოტოგრაფები სულმოუთმენლად ელიან. მოლოდინი კი ძალიან მალე დამთავრდება, რადგან LG ახალი პროფუქტის წარდგენას ბარსელონაში გამართულ რონისძიება IFA-ზე აპირებს, სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს.


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი