მოდიფიცირებული Pixel Launcher ყველასათვის

დაბრუნება Posts

მოდიფიცირებული Pixel Launcher ყველასათვის


როგორც თქვენთვის უკვე კარგადაა ცნობილი, Google-მა რამოდენიმე დღის წინ თავისი ახალი ოპერაციული სისტემა Android 8.0 ორეო, ოფიციალურად გახადა ხელმისაწვდომი. გარდა, უამრავი სისტემური გაუმჯობესებისა, ცვლილებები ოპერაციული სისტემის ვიზუალურ მხარესაც შეეხო, კერძოდ ერთ-ერთი აპლიკაცია რომელიც განახლდა Pixel Launcher-ი იყო. სამწუხაროდ ახალი ლაუნჩერი, მხოლოდ 64bit-იან მოწყობილობებზეა ხელმისაწვდომი, მაგრამ რა დააშავეს 32bit-იანი მოწყობილობების მფლობელებმა? ამიტომაც დეველოპერებმა სახეცვლილი Pixel Launcher შემოგვთავაზეს, რომელსაც Android Oreo-სათვის ყველა დამახასიათებელი ფუნქცია გააჩნია და მეტიც, გაუმჯობესებულია ზოგიერთი ფუნქცია. ეს ჯადოსნური ლაუნჩერი Launcher 3-ის სახელითაა ცნობილი და ახალ იგი 2.1 ვერსიამდე განახლდა, რომელმაც სიახლეების მთელი კრებული მოიტანა. ის კი ასე გამოიყურება:

  • ეკრანის ნებისმიერ ადგილას თითის ჩამოსმით შეტყობინებების პანელის ნახვა
  • Pixel სმარტფონის ლურჯი ფერი, სისტემის სიღრმეშიც
  • შეტყობინებების აღმნიშვნელი წერტილები, რომლებიც აპლიკაციის ხატულის ფერის მიხედვით გენერირდება
  • შეტყობინებების მიმოხილვა, თუ კი ე.წ მალსახმობების მენიუს გამოიყენებთ კონკრეტული აპლიკაციისათვის
  • ნექსუს მოწყობილობებისათვის გამოსწორებული შეცდომები
  • აპლიკაციის ხატულების ფორმის შეცვლის შესაძლებლობა
  • კალენდრის მალსახმობზე დაჭერით, თქვენ პირდაპირ კალენდარში გადახვალთ
  • კლავიატურა, დროულად და ლამაზი ანიმაციით იხურება, ნებისმიერი აპლიკაციიდან გამოსვლის დროს (თუ ამ აპლიკაციაში ხმარობდით)
  • უფრო მეტი სიმეტრიულობა
  • Google Now (Search) აპლიკაცია ქრება, აპლიკაციების სიიდან თუ კი Google Now სერვისს მოიხმართ
  • ორი თითის მოქმედებით, პარამეტრების მოხმობა
  • Samsung-ის მოწყობილობებზე, ე.წ დაცული საქაღალდის მხარდაჭერა
  • Pixel-ის მსგავსი აპლიკაციის ხატულების ავტომატური დაყენება

დამეთანხმებით, ნამდვილად ბევრი სიახლე და გაუმჯობესებაა Launcher 3-ის ახალ ვერსიაში. პირადად, მინდა გითხრათ, რომ ახალი ვერსიით ნამდვილად მოხიბლული ვარ და ამ უკანასკნელის მუშაობით შეიძლება ითქვას რომ კმაყოფილიც კი ვარ. სცადეთ, თქვნც და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ჩვენს Facebook გვერდზე.

გადმოწერა: Launcher 3 V2.1


გააზიარე

დაბრუნება Posts