Google Play Store 8.1: შეტყობინებების ახალი ერა

დაბრუნება ყველა პოსტი

Google Play Store 8.1: შეტყობინებების ახალი ერა


Play Store უფრო მეტია ვიდრე, აპლიკაციების გადმოსაწერი სისტემა. მან განვითარების დიდი გზა განვლო, ახსოვს პერიოდი როცა მასში სულ რაღაც 500 აპლიკაცია იყო, მაგრამ ის გაიზარდა და მასში ახლა 3 მილიონი აპლიკაციაა, რომლებიც საკუთარ მომხმარებლებს საგრძნობლად უმარტივებენ ყოველდღიურობას. გაზრდა მხოლოდ აპლიკაციათა რიცხვს არ ეხება, იგი სისტემურადაც გაიზარდა.

Play Store-ის ახალი 8.1.29 ვერსია, მომხმარებლისათვის დღეიდან უკვე ხელმისაწვდომია, ჩუმი მაგრამ მნიშვნელოვანი განახლებების სიით. თუ თქვენ Android O-ს წინასარელიზო ვერსიაზე მომუშავე სმარტფონი გაქვთ (შეგახსენებთ, წინასარელიზო სისტემის მიღება მხოლოდ Nexus 5X, Nexus 6P, Google Pixel & Pixel XL და Pixel C მოწყობილობებს შეუძლიათ) თქვენთვის, მთავარი ცვლილება შეტყობინებეის არხებს შეეხება. განახლება 5 მთავარ არხს მოიცავს:

  • უსაფრთხოება და კონტროლი
  • განახლებული აპლიკაციები
  • განსააახლებელი აპლიკაციები
  • ანგარიშების კონტროლი
  • მაღალ პრიორიტეტული ოპერაციები

თითოეული მათგანის კონტროლი, კერძოდ ჩართვა/გამორთვა Play Store-ის შეტყობინებათა პარამეტრებიდან შეგვიძლია, თუ თქვენ არ გსურთ რომელიმე შეტყობინების ნახვა, ჩამრთველის გათიშვით მთლიანად გათიშავთ მას და იგი არასდროს იქნება თქვენთვის ხილული.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალი შეტყობინებათა არხების მიერ მოწოდებული შეტყობინებები არ აირევა, აქამდე არსებულ შეტყობინებათა სისტემის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. ეს კი მომხმარებელს დაბნევისგან იხსნის და მოახდენს ისეთი ინციდენტებისგან პრევენცრებას როგორიცაა გამოტოვებული შემოთავაზებები, ვინაიდაინ ახალი სისტემა აპლიკაციების ფასდაკლებას განახლებად აღიქვამს და მას ჩუმად ინახავს.

 

Android O-ს საბოლოო ვერსია ძალიან მალე გახდება ხელმისაწვდომი, ამას Google-ის აპლიკაციების (Gmail, YouTube, Keep, Maps ა.შ) განახლებები და მათ კოდში ჩამალული ე.წ  “Easter Egg”-ები იუწყებიან. გარდა კოდში არსებული მინიშნებებისა Google-ის ყველა აპლიკციამ, გარდა Google+, Inbox და Hangouts, მიიღო შეტყობინებების არხებთან წვდომის შესაძლებლობა, რაც Android O-ში საკვანძო სისტემური განახლებაა. საინტირესოა რატომ არ მიიღო ამ სამმა აპლიკაციამ მსგავსი განახლება, შეიძლება მოგვიანებით განახლდნენ და Google-ის ახალ განვითარებულ ალპლიკაციათა ოჯახას შეუერთდნენ ან იქნებ მათ ირგვლივ Google-ს იდუმალი გეგმები აქვს და მათ შემდგომ განვითარებას სხვა კუთხით აღიქვამს, ეს მხოლოდ ინჟინრებისათვისაა ცნობილი.

გარდა ამ ცვლილებისა Google Play Store-მა  ახალი განახლებით მრავალი ხარვეზი გაისწორა და საკუთარი სამოქმედი კოდი უფრო სრულყოფილი გახადა, რაც უფრო მეტ ფასდაკლებებსა და შემოთავაზებეს ნიშნავს თქვენთის საყვარელი აპლიკაციებისათვის. დააყენეთ Play Store ახალი ვერსია და თუ კი თქვენც აღმოაჩენთ რამე ახალს, გვაცნობეთ ჩვენს Facebook გვერდზე და ერთად განვიხილოთ ყველა სიახლე.

გადმოწერა:

Google Play Store 8.1.29


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი