Google Camera 4.4: უფრო მეტი ვიდრე კამერა

დაბრუნება ყველა პოსტი

Google Camera 4.4: უფრო მეტი ვიდრე კამერა


Google-მა თავისი კამერის აპლიკცია 2014 წლის 16 აპრილს წარადგინა, რომელიც თავიდან მხოლოდ Android 4.4 KitKat-თან იყო თავსებადი. ახალი ფოტო-ვიდეო გადაღების აპლიკაცია, ბევრს სიახლესა და გაუმჯობესებს პირდებოდა მომხმარებლებს, თუმცა თავიდან აპლიკაციამ არც ისე კარგად იმუშავა, იგი ნელი იყო ფოკუსირებისა და გადაღების მომენტებში, რაც კი არ აუმჯობესებდა არამედ აუარესებდა ფოტო-ვიდეო გადაღების პროცესს. საბედნიეროდ განახლებებით ბევრი შეცდომა გამოსწორდა და მრავალი ახალი ფუნქციაც დაემატა. საბოლოო განახლება კი Google Camera-ს უამრავი გაუმჯობესებითა და ფუქციებით აღჭურვავს.

ახალი ვერსია თავიდან მხოლოდ Android O ოპერაციული სისტემის წინასარელიზო ვერსიაში გვხვდებოდა, მაგრამ ახალ კი ყველასათვისაა ხელმისაწვდიმი. ახალი ვერსია მომხმარებელს შემდეგ სიახლეებს სთავაზობს.

  • წინა კამერისათვის ფლეშ განათება (ეკრანის გამოყენების გზით)
  • ეკრანზე ორჯერ თითის დარტყმის შედეგადად კადრის გადიდება
  • ფოტო/ვიდეო გადამრთველი ღილაკი
  • ზომაში, შესამჩნევად დიდი გადაღების ღილაკი

ფოტო/ვიდეო მართვის ღილაკი

მართალია ყოველივე პატარა ცვლილებებია, მაგრამ ისინი აპლიკაციის გამოყენებას ბევრად მოსახერხებელს ხდიან. ახლა თქვენთვის ბევრად ხილულია ფოტო/ვიდეო სექციები და თავიდან აირიდებთ დაბნეულობის ფაქტორს. ძველ გადართვის მეთოდთან შედარებით, ეს ახალი მეთოდი მეტად ინტუიტიური და მარტივად აღსაქმელია.

წინა კამერით ბევრი კარგი სელფის გადაღება შეიძლება, მაგრამ სამწუხაროდ საუკეთესო სელფი მხოლოდ კარგი განათების პიობებში გამოდის, ამისათის Google Camera აპლიკაციას დაემატა ფუნქცია გამოიყენოს სმარტფონის ეკრანი როგორც ფლეშ განათება და ბნელ ადგილას სელფი ისეთივე მიმზიდველი გახადოს როგორც იგი კარგი განათების შემთხვევაში იქნებოდა. ალბათ ფიქრობთ, რომ ეკრანის განათება არ იქნება საკმარისი ბნელ გარემოში, მაგრამ ტქვენ ცდებით, ვინაიდან სპეციალური ალგორითმები ეკრანს 4-ჯერ უფრო მეტ სიკაშკაშეს ძენენ, მაშინ როცა თქვენ მას როგორც ფლეშს ისე იყენებთ, ასე რომ ჩართეთ ეკრანი თქვენი წინა კმაერის ფლეშისათვის.

ნარცისიზმის მბრწყინავი ნათება

ფუნქცია რომელიც შეიძლება თქვენი ყურადღების მიღმა დარჩეს ორჯერ დაჭერით გადიდებაა. აქამდე ჩვენ ორი თითის გასმა გვიწევდა ეკრანზე რადგან გადიდება ან დაშორება მოგვეხდინა ჩვენი ობიექტისგან, ეს ძალიან დისკომფორტის შემქმენლი პროცესია, ვინაიდან მოგვიწევს თავიდან მოვარგოთ ფოკუსი, ექსპოზიცია და ა.შ, ანდა ეკრანზე თითის ანაბეჭდები დარჩეს და ხილვადობა გაუარესდეს, ორივე შემთხვევაში საოცარი დისკომფორტი გარანტირებულია. ახალი აპლიკაციის დაყენების შემდეგ, თქვენ მხოლოდ ორჯერ აჭერთ ხელს ეკრანს და ყველანაირი ცვლილების გარეშე მიუხალოვდებით 50%-ით, ან დაშორდებით თქვენთვის სასურველ ობიექტს.

ორჯერ დაჭერა გასადიდებლად

ასევე შეგიძლიათ აკონტროლოთ გადაღების ხმები ისე რომ არ შეცვალოთ სმარტფონის შეტყობინებათა რეჟიმი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ახალი აპლიკაცია მხოლოდ 64bit-იან პროცესორებთანაა თავსებადი.

გადმოწერა: Google Camera V 4.4 

 


გააზიარე

დაბრუნება ყველა პოსტი